საბა კვირკველიამ შესაძლოა "რუბინი" დატოვოს და კარიერა "როსტოვში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, "როსტოვში" გადაბარგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ყაზანური საიტი yakazanec.com ავრცელებს.

კვირკველიას შეძენა "კრასნოდარს" სურდა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილიც იყო, რომ იანვარში ფეხბურთელი სწორედ იქ გადავიდოდა, მაგრამ წყაროს ცნობით, "კრასნოდარი" მასში იმ თანხის გადახდას არ აპირებს, რომელსაც "რუბინი" ითხოვს.

როგორც კვირკველიამ აგვისტოში Sportall.ge-ს განუცხადა, ყაზანელები მასში 8 მლნ ევროს ითხოვენ.

"კონკურენციას რომ ახსენებს გენერალური დირექტორი, იმას რატომ არ ამბობს, რამდენს ითხოვს კლუბი ჩემში? ჩემ სანაცვლოდ "რუბინი" 8 მილიონ
ევროს ითხოვს!", - გვითხრა მაშინ ფეხბურთელმა.

- "რუბინის" განაცხადს მიღმა ჩემი დარჩენა სხვა რაღაცის ბრალია..."

სექტემბერში კი, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, კვირკველიამ ისიც გაგვიმხილა, რომ "როსტოვში" გადასვლა სურდა, თუმცა მაშინ კლუბმა არ გაუშვა.

"ერთ-ერთი ვარიანტი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი, "როსტოვი" იყო. ჩემპიონთა ლიგაზე მსურდა თამაში და 3 დღის განმავლობაში ვეხვეწებოდი კლუბის ხელმძღვანელობას "როსტოვში" იჯარის წესით გაშვებას. 31 აგვისტოსაც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ბოლო წუთებამდე ვთხოვდი გაშვებას, მაგრამ ისევ უარი მივიღე...", - თქვა კვირკველიამ.

- "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურდა და "რუბინს" სამი დღე ვეხვეწე გაშვება, მაგრამ..."

როგორც ჩანს, "როსტოვის" მხრიდან ინტერესი არ გამქრალა და ზამთარში კვლავ ეცდებიან საქართველოს ნაკრების მცველის შეძენას.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სოსო--ს
რუსეთში გახდა კვირკველია ის ფეხბურთელი რაც დღეს არის... სანამ რუსეთში წავიდოდა ვინ იცნობდა და სად თამაშობდა იქნებ შემახსენო?! ისე როსტოვს კრასნოდარი სჯობია უფრო მდიდარი და სტაბილური კლუბია. როსტოვში ხვალ რა იქნება არავინ იცის...
zaza
23:48 17-10-2016
0
სოსო-ს. სოსო, იქნებ დაასახელო ერთი მაგარი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც რუსეთში გადასვლით გზა კვალია აებნა?
sandro
18:04 17-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული