"გიორგი ქინქლაძეს ის შეეძლო, რაზეც დავიდ სილვა მხოლოდ იოცნებებს"

AutoSharing Option
საიტმა dreamteamfc.com-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით "13 რამ, რაც მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ნამდვილმა ფანმა იცის".

"გიორგი ქინქლაძეს ის შეეძლო, რაზეც დავიდ სილვა მხოლოდ იოცნებებს", - ასე ასათაურებს საიტი 13-დან ერთ-ერთს.

"ერთადერთი ნათელი წერტილი იმ სეზონში ამ პატარა ჯადოქრის გამოჩენა იყო. ქინქლაძე პატარა გენიოსი იყო, რომელიც "სიტიმ" თბილისის "დინამოში" იპოვა. თავისი ექსტრაორდინალურობითა და დრიბლინგით ქინქლაძე, შესაძლოა, პრემიერლიგის არსებობის პერიოდში ქალაქ მანჩესტერში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლოა...", - წერს საიტი ფეხბურთელზე.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს უდაოდ უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი.მაგრამ სამწუხაროდ ქართული დამღუპველი სიზარმაცე.ვთვლი,რომ ვერავისშეადარებთ.პირიქით,მას უნდა შეადარო სხვა დიდი ფეხბურთელები.
მოკეთე
19 ოქტომბერი 2016 09:30
0
Kinkladzes sheedzlo messis donis pexburteli yopiliyo...mere puli ishova gipi daido da daokarga.tipirui ... kartveli.
Guga
19 ოქტომბერი 2016 03:59
0
ქინქლაძე ჩემთვის დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო.მისი თამაშის ნახვა დღესაც არ მწყინდება.დიდი კომეტა იყო,რომელმაც ერთხელ ჩაუქროლა დედამიწას და გაუჩინარდა,მაგრამ ისეთი ნათება ახლდა თან,მის მნახველს რომ არასოდეს დაავიწყდება.კალაძე,არველაძე და დანარჩენები იყვნენ ფეხბურთელები,ქინქლაძე კი იყო შემოქმედი,განუმეორებელი,ერთადერთი,რომელიც არავის არ ჰგავდა და რომელსაც დაემსგავსა ფეხბურთის მომავალი მეფე - მესი.
gulshematkivari
19 ოქტომბერი 2016 03:17
0
ეს ჩემი აზრია და მე ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო დავით ყიფიანი.
. ჯეჯელავა, ბარქაია, ბურთის კარუზო ბასა, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, გუცაევი და კიდევ ბევრი, ყველას ვერ ჩამოვთვლით იყვნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, ხოლო ყიფიანი გალაქტიკის მშვენება, ფეხბურთის დირიჟორი და მოედნის იმპერატორი იყო.
რაც შეეხება ქინქლაძეს, ქმედება ფასდება შედეგით, ის შედეგი, რასაც მიაღწია ნიჭით არის ნოლი, რისი მიღწევაც შეეძლო შრომით და ამისთვის ქინქლაძე დილეგშია ჩასასმელი, უდიდესი ნიჭი, რაც ბუნებამ უბოძა, გაფლანგა და ქარს გაატანა. სუფთა ქართული ვარიანტია. ამას თვითონაც ნანობს, თუმცა დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. წავიდა, მორჩა.
კ ო მ ბ ლ ე
19 ოქტომბერი 2016 01:00
0
ქინქლაძე,ლენტინი,ოუენი,კრტიჩი და კიდევ ბევრი გაელვებებად მიმაჩნია მსოფლიო ფეხბურთში.
გიორგი
19 ოქტომბერი 2016 00:58
0
თქვენ რომ 1963-1967 წლებში თბილისის "დიანამოსა" და სსრკ-ის ნაკრების თამაში გენახათ, ეჭვიც არ შეგეპარებოდათ იმაში, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველი იყო მურთაზ ხურცილავა, შემდეგ მოდიან გივი ჩოხელ და ალექსანდრე ჩივაძე.
დათო
18 ოქტომბერი 2016 23:42
0
პავლე, მოდით რა, კალაძეს და არველაძეს მას ნუ შევადარებთ. შოთა საუკეთესო ფეხბურთელია ჩვენი ნაკრების ისტორიაში, კალაძე კი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დამოუკიდებლობის პერიოდში და უძლიერესი მცველი მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გიო, უბრალოდ, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომელმაც თავისი ნიჭის რეალიზება ვერ მოახერხა. ის ისეთივე "ლეგენდაა", როგორიც ჰატიმ ბენ არფა ან მემფის დეპაი.
meocnebe ixvi
18 ოქტომბერი 2016 20:48
0
რა მოხდებოდა არაბებს ცოტა ადრე ეყიდათ სიტი, 2-3 ძლიერი ტიპი დაემატებინათ და უეჭველი ლიგას მოიგებდნენ
serjanti
18 ოქტომბერი 2016 19:31
0
მიუხედავად ამისა, იმდენი მაინც დაიმსახურა, რომ კალაძესა და არველაძეზე არანაკლები გაცილება მოეწყოთ მისთვის... ის ღირსეულად უნდა გაეცილებინა ფეხბურთიდან ქართველ გულშემატკივარს... არაუშავს, სამაგიეროდ ჩვენს გულებში ხარ გიო...
პავლე
18 ოქტომბერი 2016 17:43
0
ეჰ ქინქი, ქინქი...როგორ ნერვებს მიშლის, როგორ ქარს გაატანა უდიდესი ნიჭიერება!
მეჭვოფი
18 ოქტომბერი 2016 15:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული