სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის მოწინავე დრიბლიორთა შორისაა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის I წრე დასრულდა. უკრაინულ მედიაში სტატისტიკური მონაცემები შეაჯამეს და აღმოჩნდა, რომ "ვორსკლას" ქართველი ლეგიონერი სანდრო კობახიძე პრემიერლიგის მოწინავე დრიბლიორთა შორისაა.

პირველ ადგილზეა "შახტარის" მარლოსი, რომელმაც 122 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, მეორე ადგილზე ანდრეი იარმოლენკოა (დინამო) - 68.

მესამეზე კობახიძეა, რომელმაც 66 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც მისი მცდელობების 50%-ს შეადგენს. საშუალოდ კობახიძე თამაშში სამჯერ ატყუებს მოწინააღმდეგის ფეხბურთელს.

კობახიძის გუნდი 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-7 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ 6 მოწინავე გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული