პირველ ადგილზეა "შახტარის" მარლოსი, რომელმაც 122 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, მეორე ადგილზე ანდრეი იარმოლენკოა (დინამო) - 68.
მესამეზე კობახიძეა, რომელმაც 66 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც მისი მცდელობების 50%-ს შეადგენს. საშუალოდ კობახიძე თამაშში სამჯერ ატყუებს მოწინააღმდეგის ფეხბურთელს.
კობახიძის გუნდი 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-7 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ 6 მოწინავე გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.