თემურ ქეცბაია: ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ...

AutoSharing Option
ბოლო ტურში გამარჯვების მიუხედავად, ათენის აეკ-ის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა თემურ ქეცბაია და მის ნაცვლად ჟოზე მორაიში (რომელიც ხშირად იყო ჟოზე მოურინიოს ასისტენტი) დანიშნა.

Sport24.gr-მ მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ სპეციალისტს. ქეცბაია "სპატას" ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ქეცბაიამ აეკ-ში გატარებულ დროს "კანიბალიზმი" უწოდა:

"არასოდეს იცი, როდის დაგიდგება ეს დრო. ჩვენ დავასრულეთ საქმიანი ურთიერთობა. მინდა გუნდს იქ ყოფნა ვუსურვო, რისკენაც მიისწრაფვის. ბედნიერი ვიქნებოდი.

ეს საფეხბურთო კანიბალიზმია, ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ... მეტის თქმა არ მსურს. აეკ-ი ის გუნდია,
სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და სადაც გამოვჩნდი, მაშინ გუნდი ძალიან დამეხმარა კარიერაში, მაგრამ მეც ვიმსახურებდი დროსა და კეთილსინდისიერ მოქცევას.

აქ კი სამ თვეში რაღაც შეუძლებელი მოითხოვეს. მოურინიოც კი ვერ შეძლებდა ამის განხორციელებას მოკლე დროში, 200 მილიონი რომც დაეხარჯა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს, ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ.

მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს. სტუმრად წავაგეთ "ოლიმპიაკოსთან" თამაში, რომელიც სხვანაირადაც შეიძლება დასრულებულიყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით. უკან გახედვას აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ქეცბაიამ.

- ფიქრობთ, თუ არა, რომ თქვენი წასვლა გადაწყვეტილი იყო?
- "ოლიმპიაკოსთან" თამაშის შემდეგ შევხვდი ხელმძღვანელობას და ვუთხარი, რომ წავიდოდი. ჟურნალისტები სიმართლის წერის მაგივრად "გვბომბავდნენ". მინდოდა, კლუბის მხრიდან ამაზე რეაქციის დანახვა. როცა რაღაც ისე არ არის, ყველა იმალება.

ალბათ, ბევრს სურდა ლარისაში წაგვეგო, რადგან ასე ჩემი გათავისუფლება იოლი იქნებოდა. ჩვენ ვათამაშეთ 7 ბერძენი ფეხბურთელი (როგორც ითხოვდნენ) და მოვიგეთ კიდეც.

ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ისინი კარგად მუშაობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ვეთანხმები გამოთქმულ აზრს ბერძნების შესახებ, ზოგადად არც ერთი ერის წინააღმდეგი არ ვარ , მაგრამ ბერძნები რა ხილიც არიან ბევრმა იცის ! თემური მაღალი დონის პროფესიონალი და მომთხოვნია , ნაკრებში დისციპლინა მან დაამყარა , მაგრამ ქართველებს სიმკაცრე არ უყვართ, გახსოვთ ბოსკამპი ? იმიტომ აიძულეს რომ მომთხოვნი იყო , ქეცბაიას შემთხვევაშიც იგივეა !
ჩემი აზრით ან კვიპროსში დაბრუნდება ან ინგლისში და დიდ წარმატეტბებს მიაღწევს !!!
vaxo
19 ოქტომბერი 2016 21:45
0
ამ კაცს არც საქართველოში და არც საბერძნეთში არაფერი არ გამოუვა. არ უყვართ სამხრეთელებს ასეთი პირდაპირი ხალხი, ამათ უყვართ პირფერობა, თემურმა არ იცის მაგ საქმე.
meocnebe ixvi
19 ოქტომბერი 2016 21:02
0
თემურა მართალია და გეტყვით რატო! იმიტო რო მუშაობას არ აცლიან,არის მომთხოვნი არ მოსწონთ,ყოფენ ცხვირს მის საქმეში და ირევა მერე მონასტერი. ოლიმკიაკოსთან გუნდი გავიდა შეშინებული,იცით რატო? საბერძნეთში ყველასთანაც რომ წააგო ოლიმპიაკოს უნდა მოუგო,ასეთი დაუწერელი კანონია,წააგე?გუნდი არ გივარგა ესა ხარ ისა ხარ აღარ აინტერესებთ რამდენი ტურისგან შედგება ჩემპიონატი.ასეა! საქართველოშიც იგივე იყო,ეუბნებოდა ირბინეთო,ჩამოდითო და ეს არ მოეწონათ ტიპებს,კლუბებში არ დარბიან ფულს უხდიან და ნაკრებში ხო საერთოდ! ამდენი წლებია რო გულაობენ და დასეირნობენ ნაკრებში იმიტოა ჭაობში რო ვართ. რა ვაისი სირბილს არ სთხოვს? მარა დარბიან,მიხვდნენ ეტყობა! ქეცბა ცოტა პირდაპირია,ეგ ცუდი აქვს!
luk
19 ოქტომბერი 2016 19:53
0
ტემურ --შენ ისეტი ტრეინერი ხარ როგორც მე იაპონიის იმპერეტორი შენი ხასიატის გამო
guri
19 ოქტომბერი 2016 18:45
0
ზოგადად ბერძნები ძალიან უვარგისი ხალხია.აბა გუნდი რომ ოთხი ტურის მერე მეორეზეა და მწვრთნელს უშვებ სადაა ლოგიკა?
gocha
19 ოქტომბერი 2016 18:36
0
შენ თუ აზრის გამოტანა არ შეგიძლია, არ ნიშნავს რომ რამე არის ბუნდოვანი მის განმარტებებში. ამბობს კიდეც მასტი, რომ არ უნდა ბოლომდე ყველაფრის ლაპარაკი. ბოლომდე რაც ილაპარაკა ქართველებზე, ვისთან ტყუოდა? ფეხბურთელებით დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული??? თქვენ გინდათ თქვენი უნამუსობა გაამართლოთ, ამ კაცს რომ აგინებდით და მიზეზებს ეძებთ.
odala
19 ოქტომბერი 2016 18:32
0
ფეხბურთელი მაგარი იყო მაგრამ.........-ს. ქეცბა რამენაირად მიხედავს თავის თავს და წარმატებითაც, მაგრამ შენ რა გეშველება, შენ!!! შენც თუ კაცი გქვია, მაშინ......კუხნაშიც არ შეიშვები, ისეთი დონე ხარ.
kuka
19 ოქტომბერი 2016 18:23
0
ვაი რა კარგი, საჩინო,
რა ავად მიგიჩნიესო...
იესო ქრისტე რომ არ ყოფილიყო, ამ ლექსს დავით გურამიშვილი აუცილებლად თემურ ქეცბაიაზე დაწერდა DDDDDDDD
საკალელი...
korben dallas
19 ოქტომბერი 2016 18:17
0
წარმატებები ქეცბას ! :)
Giorgi
19 ოქტომბერი 2016 16:57
0
როგორც ჩვენთან მუშაობისას ამ კაცთან ურთიერთობა ფაქტიურად შეუძლებელია.იგი თვლის რომ ყველასთან მართალია.მაგას ოჯახში თუ გაუძლებენ
ფეხბურთელი მაგარი იყო მაგრამ............
19 ოქტომბერი 2016 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული