თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

AutoSharing Option
18 ოქტომბერს თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ის მწვრთნელობიდან გადააყენეს და უკვე დაირხა ხმები, რომ მას კვიპროსული "ანორთოსისი" ეპატიჟება, სადაც დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.

თემურ ქეცბაია: ერთი ჩემი სისხლი არ დაულევიათ...

თუმცა კვიპროსულ რადიოში საუბრისას "ანორთოსისის" წარმომადგენელმა სავას პილაკუტასმა ამის ალბათობა გამორიცხა:

"ვადასტურებ, რომ იყო საუბარი პრეზიდენტსა და თემურს შორის, თუმცა პასუხი იყო ნეგატიური. ამიტომ, გთხოვთ დაიცადოთ, როცა იქნება სიახლე ახალ მწვრთნელზე, ჩვენ მას ოპერატიულად გაგაცნობთ.

ადმინისტრაცია ცდილობს, საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოს, ისეთი, რომელიც კარგად იცნობს კვიპროსულ ფეხბურთსა და "ანორთოსისის" ისტორიას", - განაცხადა
კლუბის წარმომადგენელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული