ლეგიონი: დავით სხირტლაძემ "სილკებორგს" ჰეთ-თრიკით მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სხირტლაძის გუნდი "სილკებორგი" ამ ტურში "ვიბორგს" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში უკვე შეხვედრის მე-3 წუთზე გახსნა, 28-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე გაზარდა. სხირტლაძემ 55-ე წუთზე მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მთავარმა მწვრთნელმა სხირტლაძე მოედნიდან მატჩის 77-ე წუთზე გაიყვანა.

"სილკებორგს" ამ გამარჯვებით 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმსახურებს ეს კაცი უფრო მეტ დროს ნაკრებში, მითუმეტეს გამტანი ფორვარდი არ გვყავს, იქნებ გაამართლოს.
giga zarkua
21:27 22-10-2016
0
ყოჩაღ სხირტლაძეს. ორივე ფეხით შეძლებია გატანა. პირველი ორი გოლი მარცხენათი გაიტანა, მესამე - მარჯვენათი. ვიბორგის დაცვა ძალიან ბევრ დროს და სივრცეს აძლევდა სხირტლაძეს, ძლიერი გუნდების და ძლიერი ეროვნული ნაკრებების დაცვა ამდენ სივრცეს და დროს არ მისცემს, მაგრამ მაინც შესანიშნავი არის ჰეთტრიკი. მას კიდევ უნდა მიეცეს შანსი ეროვნულ ნაკრებში.
ლუკა
17:49 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული