ლეგიონი: დავით სხირტლაძემ "სილკებორგს" ჰეთ-თრიკით მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სხირტლაძის გუნდი "სილკებორგი" ამ ტურში "ვიბორგს" ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში უკვე შეხვედრის მე-3 წუთზე გახსნა, 28-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე გაზარდა. სხირტლაძემ 55-ე წუთზე მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მთავარმა მწვრთნელმა სხირტლაძე მოედნიდან მატჩის 77-ე წუთზე გაიყვანა.

"სილკებორგს" ამ გამარჯვებით 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ დავით!!!!. ამ ბოლო დროს ცოტა იმედი მომეცა რომ ნაკრები კარგი ფეხბურთელებით ივსება
dato
03:22 22-10-2016
0
ეს ბიჭი უნდა ვათამაშოთ ნაკრებში ძირითადში ჯერ რა გოლები გაიტანა
კობა
08:42 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული