კურიოზი: გიორგი მერებაშვილმა მოატყუა მცველი, მეკარე და ცარიელ კარში ვერ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მერებაშვილის გუნდმა, პლოცკის "ვისლამ" შინ 1:2 წააგო ნიკა ძალამიძის ახალ გუნდთან, ლენჩნას "გურნიკთან".

ძალამიძის დებიუტს ჯერ ველით, მერებაშვილი კი 63-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მან 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა.

ქართველი ნახევარმცველი დიდებულად გაისარჯა მეტოქის საჯარიმოში, მცველი და მეკარე ჩამოიშორა და ცარიელი კარის წინ დარჩენილმა... ბურთი კარს ააცილა.

ეს ეპიზოდი ევროპულ საიტებზე კვირის ერთ-ერთ მთავარ კურიოზად მონათლეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართლა მონდომებულია, ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოსდის ხოლმე.ერთი ზედმეტი მოძრაობის ბრალი იყო. არა უშავს! წარმატებები ვუსურვოთ. ასე გააგრძელოს აუცილებლად გაიტანს!
გგგ
25 ოქტომბერი 2016 10:21
0
ეს მონდომებული მაინცაა და ბოლომდე იხარჯება. ყველა თამაშში აწიოკებული ყავს მეტოქის დაცვა. სადაც თამაშობს ყოველთვის ძირითადის ფეხბურთელია და არც სათამაშო პრაქტიკა აკლია და არც შედეგიანობა.
Лёха
24 ოქტომბერი 2016 20:32
0
კიდე კაი ნაკრებში არ გამოიძხეს თორე იქ რო გაეკეთებინა მთელი ქვეყანა ერთი კვირა ამას აგინებდა :D
beso
24 ოქტომბერი 2016 18:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული