ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 26 ოქტომბერს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩი გამართა.

"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და ყველას გასაკვირად, სტარტი წაგებით დაიწყო. მასპინძლები ანგარიშით 100:129 დამარცხდნენ.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 20.05 წუთი დაჰყო. ფაჩულია შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა "სან ანტონიოს" ფორვარდმა კავაი ლეონარდომ ჩააგდო. სტუმართა მეორე ფორვადმა ლამარკუს ოლდრიჯმა კი 14 მოხსნა დააგროვა, რასაც 26 ქულა
მიამატა.

ორმაგი დუბლებით ასევე გამოირჩნენ მასპინძლები - კევინ დურანტმა 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 18 ქულა და 12 მოხსნა. სტეფ კარის ანგარიშზე 26 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასია. კლეი ტომპსონმა კი 11 ქულა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 29 ოქტომბერს, გამთენიისას, სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
-რაზაჩევანიე არის იმედგაცუება
temo-s
27 ოქტომბერი 2016 10:31
0
ბარსამ წაოგო სახში ლეგანესთან რომელიც ეხლა გადმოვიდა მეორე დივიზიონიდან..და ეს გაგიკვირდათ..ვეგ გვაიგე..
Roma
26 ოქტომბერი 2016 15:22
0
ზაზა რაშუაშია ამ თამაშის წაგებასთან თუ სტეიტი იგებს მაშინ კარის დამსახურებაა და თუ აგებ ზაზასბრალია?.ეს გოლდენ სტეიტი ამ დილას იყო შოკში და პრაკტიკულად არ თამაშობდნენ ან ვერ თამაშობდნენ.. და არცაა აუცილებელი თავი მოიკლან..რეკორდი დამყარეს შარშან მოგებების სერით და შარშან პლეიოფში უვე დაეტყოთ ის წაუგებელი სერიები.. და ამიტომაც მიიღეს შედეგი ფინალში წაგებით.ეხლა კი გაითვალისწინებენ და ნბა მოგებისთვის უფრო დაზოგავენ ძალებს. სანანტონიო კი ნბა-ში სტეიტის და კლივლენდის მერე მესამეა დონით..ასე რომ.. ზან გასაკვირიც არაფერი იყო
Roma
26 ოქტომბერი 2016 15:20
0
ერთი ეს გამაებინეთ "რაზაჩევანიე" რა არის? რუსული თუ არ იცი, რატომ არუსულებ?
Temo
26 ოქტომბერი 2016 12:58
0
არაფერია 1000-ში ერთხელ ხარიც მაკდებაოო
jeko
26 ოქტომბერი 2016 12:32
0
ძალიან ძნელია ასეთ ხუთეულში თამაში, ფსიქოლოგიურად პირველ რიგში. მან თავისი ადგილი უნდა მონახოს, ჩვეული დინჯი და თავდაჯერებული თამაშით თორემ ასე ადგილს დაკარგავს ხუთეულში
Levani
26 ოქტომბერი 2016 11:55
0
Zura-ს.აქ ფაჩულიაზე აქცენტის გაკეთება უადგილოა. ამე ვნახე ეს თამაში და ეს იყო ამ გუნდის ყველაზე ცუდი თამაში, რაც მე მინახია. გუნდი ვერ თამაშობდა მთლიანობაში.
გუგა
26 ოქტომბერი 2016 11:21
0
-მდაა...ოქროს ბიჭუნა. "ნეჩევა სკაზაც, ბალშოე რაზაჩევანიე". სამწუხაროა, წაგებაცაა და წაგებაც. 29 ქულა ძალიან ბევრი, ხომ არ არის.
მაპატიეთ.
26 ოქტომბერი 2016 10:33
0
ძალიან ცუდი შედეგია, მითუმეტეს ამ მაჩვენებელში 3 დაკარგვაა. იმედია გააუმჯობესებს სტატისტიკას ჯერ წინაა მთელი სეზონი.
Zura
26 ოქტომბერი 2016 10:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული