ლეგიონი. "ურალი" თასის 1/4-ფინალშია - ჭანტურიამ პენალტი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ოქტომბერს რუსეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

გიორგი ჭანტურიას "ურალი" "ამკარს" ესტუმრა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა, გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც "ურალმა" 4:2 იმარჯვა. სტუმართაგან პირველი პენალტი სწორედ ჭანტურიამ შეასრულა და თანაც, ზუსტად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჯიქიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული