დღეს უკრაინული პრემიერლიგის 21-წლამდელთა პირველობის მორიგ მატჩში "შახტარმა" "ჩერნომორეცი" 3:0 დაამარცხა. ორივე გუნდში ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა - "შახტარის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა
გიორგი არაბიძემ, ოდესელთა შორის კი -
გიორგი გადრანმა.
არაბიძემ ამ თამაშში თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გიორგიმ გოლი 93-ე წუთზე გაიტანა, მან პენალტი დაარტყა, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.
"შახტარის" დუბლები ტურნირს ლიდერობს, ხოლო 18 წლის ქართველს უკვე 7 გოლი აქვს სეზონში გატანილი.