"თუ ჯანო ანანიძემ ასე გააგრძელა, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება"

AutoSharing Option
რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩოგბურთში ევგენი კაფელნიკოვმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარია, მისი საყვარელი ფეხბურთელები კი კვინსი პრომესი და ჯანო ანანიძე არიან.

კაფელნიკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ ფეხბურთელს აქვს ისე განვითარების შანსი, რომ მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

- დღევანდელ "სპარტაკში" თუ გყავთ საყვარელი მოთამაშე?
- პრომესი და ანანიძე. კვინსი თავად იტანს, არიგებს საგოლე პასებს. ბედნიერებაა გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა. აი, ჯანოც ჩვენ თვალწინ უმატებს.

- ეს სიურპრიზია?
- მგონია, რომ ანანიძე უწინ, უბრალოდ, ფიზიკურად იყო სუსტი და
მეტოქეები მხრის ერთი კვრით წყვეტდნენ ბურთისგან. ახლა მოძლიერდა, ხორცი შეისხა და ფეხებზე მყარად დგას. ტექნიკისა და თამაშის ხედვის მხრივ კი, ჯანოს პრობლემა არასდროს ჰქონია.

მას შეუძლია დიდებული პასის გაკეთება, ბრწყინვალე გოლის გატანა. თუკი ასეთივე შემართებით გააგრძელებს, იმ დონემდე გაიზრდება, მისით ყველა ევროპული კლუბი დაინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბავშვობაში ვბალერშჩიკობდი კაფელნიკოვს - მაგარი გიჟი ვინმე იყო სულ ამტვრევვდა ხოლმე ჩოგნებს :)


მიდი ჯანო მაგარი იგროკია მისი ფანი ვარ - ნაკრებშიც ძაან გვჭირდებ მასეთი ფეხბურთელი.
0
- რაებს ბოდავ !.. რატომ აყენებ მთელ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს უაზრო შეურაცყოფას ... ჯერ წიგნი წაიკითხე მერე წერე !!!
" პრაფესორ " თამაზს-
13:49 01-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული