sport.oe24.at: ქვილითაია და იელიჩი "რაპიდში" კრიზისს დაასრულებენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპალიგის მე-4 ტურის მატჩში "სასუოლოსა" და "რაპიდს" შორის ყველაფერი 90-ე წუთზე გადაწყდა, როცა შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა და "რაპიდს" ქულა გადაურჩინა - 2:2.

- ევროპალიგა. IV ტური: გიორგი ქვილითაიას გოლმა "რაპიდს" შანსი დაუტოვა [VIDEO]

იტალიური vavel.com წერს: "სასუოლომ" ჰარაკირი ჩაიტარა - იელიჩმა და ქვილითაიამ "ნეროვერდი" ბოლოს დაჩაგრეს".

აღსანიშნავია, რომ ბევრი რამ შეცვალა 61-ე წუთზე განხორციელებულმა ცვლილებამ, როცა მიხაელ ბუსკენსმა 4-2-3-1 სისტემა 4-4-2-დ გადააწყო და მოედანზე იელიჩი და ქვილითაია შეუშვა.

"ეს გადაწყვეტილება შტაბმა ერთობლივად მივიღეთ. იელიჩმა და ქვილითაიამ, ორივემ, გადამწყვეტი როლი
ითამაშეს მატჩის შემობრუნებაში", - განაცხადა ბუსკენსმა. სხვათა შორის, 48 წლის გერმანელი თავის ფეხბურთელებს, "სასუოლოს" მეკარის თამაშის ანალიზზე დაყრდნობით, მოუწოდებდა, რომ გამოვარდნილ ბურთებზე ებრძოლათ. სწორედ ასე გაიტანა გოლი ქართველმა თავდამსხმელმა.

sport.oe24.at: "ქვილითაია სულ უფრო კარგად თამაშობს გუნდში. ტრანსფერის მერე მას ჰქონდა არც ისე შთამბეჭდავი კვირები, მაგრამ ახლა ის სრულიად გამოჯანმრთელდა და კარგ სპორტულ ფორმაშია. ორი გოლი და საგოლე პასი ბოლო სამ შეხვედრაში ამის დასტურია.

იელიჩიც შეიძლება გახდეს მოწინავე ფორვარდი. როგორც ჩანს, "რაპიდში" ფორვარდების კრიზისი დასრულდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული