"ამკარის" მწვრთნელი: ჯიქია არაა დარწმუნებული, რომ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
რუსული "ამკარის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა რუს ჟურნალისტებთან გიორგი ჯიქიას მომავალზე ისაუბრა. როგორც მწვრთნელი ამბობს, ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ ქართული მხარე მას ისეთ რამეს სთავაზობს, რაც ფეხბურთელს არჩევანის გაკეთებას ურთულებს.

- გიორგი ჯიქია: ახლა მხოლოდ რუსეთის ნაკრებზე ვფიქრობ!

"ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გაცილებით ინტენსიურად მას საქართველო "უტევს" - გარკვეულ წინადადებებს სთავაზობენ, რომელიც მას არჩევანის გაკეთებას ურთულებს. ეუბნებიან, რომ შენ ქართველი ხარ და სწორედ საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვაო.

ჯიქია არაა ბოლომდე დარწმუნებული,
რომ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს", - ციტირებს გაჯიევს tass.ru.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზა-ს და ა.შ. ლეგიონერის სტატუსი არ შეეფარდებათ ჩვენებს! არამგონია სხვა ლეგიონერებსაც ისე ექცევიან როგორც კვირკველიას და სხვა ჩვენიანს! ასე რომ, არის საშიშროება რომ თუ ქართულ პასპორტს მიიღებს კარიერა დაენგრეს - ეს ფრაზა უკეთესია!
svani
14:26 07-11-2016
0
,,ყველას,,(ნაწილს ქართული სპორტის,სპორტსმენების გულშემატკივრის) ფეხბურთელების ლანძღვაზე,პატრიოტიზმზე აქვს გართულება,ექსკლუზივი გინების და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებთან (უფრო ძალოვანი,კუნთებიანი სპორტის სახეობების) გაცილებით კორექტულები არიან რატომღაც(((სხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ,სხვისი დროშით,თან გვარებიც გადაიკეთეს(!).,მაგრამ მაინც უმრავლესობის კომენტარებში ,,ურა–პატრიოტული,, განწყობა სუფევდა–,,ვამაყობთ შენით,, ,,,საქართველო ასახელე,, და ა.შ....პ.ს.არავისზე,სპორტის სხვა სახეობის არცერთ წარმომადგენელზე არანაკლები პატრიოტები არიან ქართველი ფეხბურთელები(თუნდაც ჯანო და კვირკველია სამაგალითოდ!)..
ზაზა
12:58 07-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული