გიორგი ჯიქია: სფფ-ის პრეზიდენტმა დამირეკა...

AutoSharing Option
რუსული "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის ნაკრებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორი გრძნობაა, როცა ნაკრებში გიძახებენ?
- მშვენიერი. დადებითი ემოციები ასეთ დროს ჩვეულებრივი რამაა. თუმცა ახლა მთავარია, მოედანზე დავამტკიცო, რომ გამოძახებას ვიმსახურებდი.

- თუმცა საქართველოს ნაკრებშიც გიძახებენ...
- კი, ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა. ჩემი ხილვა საქართველოს ნაკრებში სურთ.

- რუსეთის სასარგებლოდ უკვე გააკეთე არჩევანი?
- ნაკრებში გამომიძახეს და რადგან ჩამოვედი, ე.ი...

- ე.ი. რუსეთის ნაკრებში გსურს თამაში?
- შესაძლოა, მსურდეს კიდეც, მაგრამ დიდი გზის
გავლა მომიწევს საამისოდ. ახლა შანსი მომეცა და უნდა გამოვიყენო.
მკითხველის კომენტარები / 29 /
კახა კახნიაშვილმა არამარტო საქართველოს ნაკრებზე თქვა უარი თავის დროზე,არამედ გვარი და სახელიც ბერძნულად გადაიკეთა ბერძნების სახელით 3 ოლიმპიური ოქრო აიღო,შემდეგ კი აქ დაბრუნდა და ძალოსნობის ფედერაცია ჩააბარეს,მისი ღალატი არავის გახსენებია და ამ ბიჭს რას ერჩით?გვარს და სახელს მაინც არ იცვლის თუ რაიმეს მიაღწევს ქართული გვარ-სახელი მაინც გამოჩნდება
mamulo
15:58 07-11-2016
0
არ დამიწყოთ ეხლა,უჭირდაო,კარიერას კარგავდაო,ხელს არ უწყობდა მტავრობაო?(კახნიაშვილი)კაცი რომელიც სახელისა და ფულისთვის თავის გვარსა და სახელს გაიმეტებს დასაკარგად,მე ის ვაჟკაცად არ მიმაჩნია და რა ვქნა.მე ჩემი პრინციპები და საზომი მაქვს კაცობის და ნუ შემეკამათებით.
mamulo
16:02 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული