საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ემზადება
გიორგი ჯიქია
მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, "სპორტ-ექსპრესმა" მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, 7 ნოემბერს კი პერმის "ამკარის" წარმოშობით ქართველი მცველი რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად დოჰაში გაფრინდა, სადაც 10 ნოემბერს ყატარს შეხვდება. ამის შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი გროზნოში რუმინეთს უმასპინძლებს...

"ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებამდე პერმელთა მცველმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ყველა ორთაბრძოლა მოიგო და 11 გადაცემა ჩაჭრა. ის ცსკა-სთან შეხვედრაში საუკეთესო იყო", - წერს "სპორტ-ექსპერესი", რომელთან
ინტერვიუშიც ჯიქიამ თქვა, რომ რუსეთის მთავარ გუნდში თამაში სურს.

"ნაკრების შეკრებაზე სპეციალურად ცოტა ადრე მივედი, ეკიპირება რომ მიმეღო. როგორი შეგრძნებაა ქვეყნის მთავარ გუნდში ვარჯიში? ყველაფერი ჩინებულად არის და დადებით ემოციებში ვარ. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მოედანზე დავამტკიცო, რომ ნაკრებში გამოძახების ღირსი ვარ", - ამბობს ჯიქია.

22 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და სურთ, რომ ეროვნულ გუნდში მიხილონ. თუმცა, რუსეთის ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს და მივედი. დიახ, იმიტომ, რომ რუსეთში თამაში მსურს. ამისთვის წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ახლა შანსი მაქვს დავამტკიცო, რომ ამისთვის მზად ვარ".

სხვათა შორის, ჯიქიასა და ფეხბურთის ფედერაციის მოლაპარაკებაზე საინტერესო ამბები შევიტყვეთ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიმართა, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ. მასაც სურდა ჯიქიას ნაკრებში მიწვევა.

რუსეთში ქართველები საგანგებო მისიით გაემგზავრნენ და გიორგისაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ "ლელოსთან" თქვა, რომ ჯიქია უბრალო, გულიანი და პატიოსანი ადამიანია. ფედერაციის შეთავაზებაზე ჯიქიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა და ფეხბურთის ფედერაციასთან სალაპარაკოდ მზად იყო.

მაგრამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქართული პასპორტი საკლუბო კარიერაში პრობლემას შეუქმნიდა - რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, რაც გუნდსაც არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდებდა და თავად მასაც. ანუ მაშინაც კი, როცა ჯიქიას რუსეთის ნაკრებში არ იწვევდნენ და ერთი შეხედვით, ასარჩევიც არაფერი ჰქონდა, ლეგიონერობის საკითხი აფიქრებდა. გაირკვა, რომ მას რუსი მენეჯერი ჰყავს და მოქალაქეობის შეცვლას კატეგორიულად სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა.

ჯიქიას სიფრთხილე გასაკვირი არც არის, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშის თანხმობის შემთხვევაში, ის გრძნობდა საშიშროებას, რომ კლუბში ადგილს დაკარგავდა, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა შეექმნებოდა და ასეთი - საქართველოს ნაკრებსაც აღარ დასჭირდებოდა.

მისი დათანხმება ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ახალმა ხელმძღვანელებმაც სცადეს, ხშირი კავშირიც ჰქონდათ და ცდილობდნენ, სასურველი პასუხი მიეღოთ, მაგრამ ჯიქია ისევ ყოყმანობდა და ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირდა.

ნოემბრამდე მისი დაყაბულების ვარიანტი ის იყო, რომ ჯიქიას "ამკართან" კონტრაქტი ნახევარ წელიწადში უმთავრდება და ევროპაში გადასვლის შემთხვევაში, "ჯვაროსნებში" მისი ჩამოყვანა გაადვილდებოდა.

მაგრამ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს და გიორგის საქართველოს ნაკრებში თამაში პრობლემური გახდა - ახლა ჯიქიას გამო დიდი აჟიოტაჟი ატყდა და მისით პრემიერლიგის ლიდერები დაინტერესდნენ.

სამწუხაროდ, ვითარება ასე შემოტრიალდა და ცხადია, ეს გულდასაწყვეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
სხვისი კრიტიკა ადვილია ვინც არ წავიდა რუსეთში და ის რომ არ გამოიახეს ნაკრებში მის არ გამომო,ძახებელზე რომ არაფრის ტქმა არ გინდატ ესაა,მერე ვიღაც თავის ცხოვრებას მოიწყობს და ამით დამთავრდება ყველაფერი ეს ხომ ქვეყანა არაა ნიჭიერიფეხბურთელებისსასაფლაოა ჯერ მწვრზტნელების შერჩვას მიხედეთ ყველა ძტავის ინტრრესების მიხედვით რომ იზახებს ნაკრებში თუნდაც ასაკობრივში საიდანაც იზრდება ფეხბურთელი სხვას პატრიოტიზმს და გმირობას თხოვთ და ეს საქმოსნები თავის საქმეს აკეზტებენ ქარტულ ფეხბურტში მოკალათებულები
სანდრო
09 ნოემბერი 2016 15:17
0
ამის მერე როგორღა უნდა ათამაშოთ და მოიწვიოთ ნაკრებში,დახურეთ ეს თემა რა,ამაზე ისაუბროს რუსმა საზოგადოებამ,რა სისულელეა დღეს თუ კაი ფეხბურთელი ხარ ბანგლადეშის პასპორტიტაც ითამაშებ კარგ კლუბში,აქ წერენ მოღალატეთ შერაცხესო და აბა რაგა არის სხვა მოღალატეობა ამიხსნას ვინმემ,საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ გიწვევს ქართველს და რუსეთში მინდა მეო რაღა კომენტარი უნდა
michael
09 ნოემბერი 2016 04:42
0
Ras gauwuxes guli amkacs?ro gamoxvedit aq yvelazemagari patriotebi.iman ramiigo vinac chven nakrebshi itamasha? Focxveriam kariera daingria,magram raa mere?rame dafaseba aaqvs?milionshi ertxel tugaaxsendebat, cxadadzem yvelaferi gaaketa qartuli fexburtistvis magram rogorc moeqcnen kargad icit,agar gindat fexburtis ucodinrebs aq komentarebis wera,midi dzmao sheubere da uketes klubshic gadadi,unda kacs msoflio da evropis chempionatebze gamosvlada raqnas?aba chveni nakrebis shemxedvare rasgaaketebs.
Alika
09 ნოემბერი 2016 03:12
0
ამ ახალგაზრდას მომავალი ჩვენ რატომ უნდა გადაუწყვიტოთ.ზოგიერთმა კი მოღალატედ შერაწყა.მე პირადად წარმატებებს ვუსურვებ.
გია
08 ნოემბერი 2016 22:07
0
იმ ქართველს რა ვუთხარი მე რუსეთის ჰიმნზე რო დადგება გულზე ხელდადებული,არ დაიწყოთ ეხლა კარიერას დაუნგრევენ და ესა და ისაო,ეგ არაა გამართლება,გოგოიას ნუ ადარებთ კიდე რა ამ კაცს,ჯერ ერთი მაგას ეროვნულზე არ უთქვია უარი არასდროს მანდ იყო საუბარეი U21-ზე როცა თავი შეიკავა,ეხლა კიდე იძახის დამიძახეთ და მოვალო,ჩემს თვალში პირადად ნებისმიერი ქართველი რომელიც რუსეთის სახელის დასაცავად გამოვა და რუსეთის ჰიმნზე დადგება,მოღალატეა,საერთოდ არ ღირს ამ ინდივიდზე საუბარი,ამან თუ დაიკიდა რამოდენიმე მილიონი ქართველი იმ რამდენიმე მილიონმა ქართველმაც ვაფშე ერთ ადგილას უნდა დაიკიდოს ეგეც,ნუღა წერთ რა ამ ადამიანზე
dato
08 ნოემბერი 2016 21:30
0
კარგით ხალხნო,ნუ გადაუსვით ხაზი,რუსეთის ნაკრებს ზაფხულამდე არ უწევს ოფიციალური მატჩი და ვნახოთ,იქნებ საქართველოზე გააკეთოს არჩევანი,თუ არა და ჩვენ გვყავს ხოჭოლავა,დვალი და ტემურ ფარცვანიაც ქართული პასპორტის აღებას აპირებს.გარდა ამისა შევა ერთხელაც ნიკუშა ჭანტურიაც სასურველ ფორმაში,ეგ ბიჭი მგარი ცენტრი არის
ბაჩო გ
08 ნოემბერი 2016 21:13
0
ისევ ჩეჩენმა თუ ოსმა, ვინც არის ის ჩერჩესოვი, ჩაგვარტყა ზურგში მახვილი, როგორც აფხაზეთში და სამაჩაბლოში. რუსი რომ ყოფილიყო მთავარი ასი წელი არ მიიწვევდნენ ნაკრებში. თუმცა მეც არ მგონია ამხელა უბედურება იყოს მისი დაკარგვა. "ამკარში" ჯიქია ცენტრალურ მცველად თამაშობს და ამ ადგილზე მასზე უფრო მაგარი მოთამაშეები გვყავს და არ ღირს ამხელა დრამის შექმნა ამის თაობაზე. ყველაზე მეტად შეტევაში გოლის გამტანი გვიჭირს და იქნებ გოგიას და მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ჯობდეს ამდენ უაზრო ვაივიშს და წივილ კივილს.
........
08 ნოემბერი 2016 20:38
0
დაანებეთ თავი დრო მოვა და თვითონ მიხვდება რომ,შეცდომა დაუშვა. ან რა აქვს შესახვეწი ამ ფეხბურთელს? როდესაც ჯერ არ მიცემია საერთოდ თავის გამოჩენის შანსი ხოჭოლავას ჩემის აზრით ბევრად უკეთესი მცველია ჯიქიაზე. ასევე არც დვალს ასე,რომ საერთოდ არ გვაქვს შესახვეწი. ბოლოს კიდე მინდა ჟურნალსტ ვუთხრა რომ ეგ ყველაფერი უბრალოდ თავის მართლება როდესაც ამბობს თითქოს და ლეგიონერად ჩაითვლებოდა თუ კარგი ფეხბურთელია ამით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
beqa
08 ნოემბერი 2016 20:35
0
სულელურ გამართლებებს ნუ ვუსმენთ, ჯერ ერთი მთელი ცხოვრება ამკარში სპირებს თამაშს, არამგონია, ასე რომ ლეგიონერი ვიქნები და გუნდის მერიდება და უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებ და ასეთი რაგაცეები კარგით რა, მეორე თუ კარგი ფეხბურთელი არის და იქნება არავითარი პასპორგი არ შეუშლის ხელს, კაცს არ უნდა საქართველო, უნდა რუსეთი, ამ კაცს აქვს არჩევანი და ესაა მისი არჩევანი.
Gio
08 ნოემბერი 2016 18:47
0
რა გადაყევით ამ ჯიქიას კაცი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყო და არა ასეთი ერის და ქვეყნის მოღალატე
Kakhaber
08 ნოემბერი 2016 18:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული