დავით ხოჭოლავა: იდეალურ ვარიანტში ჩემს თავს ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ჩერნომორეცის" მცველმა დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- შენი კარიერა სტაბილურად ვითარდება და შედეგი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა. საინტერესოა, სად ხედავ თავს 3-4 წლის შემდეგ? წარმატებები პირად ცხოვრებაში და კარიერაში!
- იდეალურ ვარიანტში, ჩემს თავს ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავ.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ფეხბურთელი, რომელიც პერსპექტიულია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა კლუბში არ აქვს თუ ფეხბურთელი, რომელიც
სტაბილურად კარგად თამაშობს კლუბში და არ ეძლევა ნაკრებში გამოძახების საშუალება ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე? წარმატებები კარიერაში.
- ვთვლი, რომ ნაკრებს უნდა ჰქონდეს გარკვეული ბირთვი - 12-15 კაცისგან შემდგარი, რომელიც პრაქტიკის მიუხედავად, ნაკრებში უნდა იყოს (არაა აუცილებელი ძირითადში), ხოლო დანარჩენები - სათამაშო ფორმითა და პრაქტიკის მიხედვით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები კიდეც...

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული