ამასთან, ხოჭოლავამ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.
მკითხველი:
- შენი კარიერა სტაბილურად ვითარდება და შედეგი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა. საინტერესოა, სად ხედავ თავს 3-4 წლის შემდეგ? წარმატებები პირად ცხოვრებაში და კარიერაში!
- იდეალურ ვარიანტში, ჩემს თავს ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავ.
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ფეხბურთელი, რომელიც პერსპექტიულია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა კლუბში არ აქვს თუ ფეხბურთელი, რომელიც
- ვთვლი, რომ ნაკრებს უნდა ჰქონდეს გარკვეული ბირთვი - 12-15 კაცისგან შემდგარი, რომელიც პრაქტიკის მიუხედავად, ნაკრებში უნდა იყოს (არაა აუცილებელი ძირითადში), ხოლო დანარჩენები - სათამაშო ფორმითა და პრაქტიკის მიხედვით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები კიდეც...
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.