"იზვესტია": გიორგი ჯიქიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს

AutoSharing Option
როგორც რუსული "იზვესტია" იტყობინება, მოსკოვის "ლოკომოტივს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ამკარიდან" გიორგი ჯიქიას შეძენა სურს. აღსანიშნავია, რომ ჯიქია სწორედ ამ კლუბის აღზრდილია.

წყაროს ცნობით, ჯიქიას შეძენა "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სემინს სურს, მაგრამ "ამკარს" არ სურს ფეხბურთელის გაშვება, რადგან იმედი ქვს, რომ დროდადრო ჯიქიას სატრანსფერო ფასი იმატებს. თუმცა, თუ "ლოკომოტივი" ჯიქიას სანაცვლოდ ახლავე გადაიხდის დიდ თანხას, თავად ფეხბურთელს კი კლუბის გამოცვლა ენდომება, "ამკარის" ხელმძღვანელობა მზადაა, ფეხბურთელს შეელიოს.

ამასთან დაკავშირებით, "ამკარის" მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა კომენტარი გააკეთა.

"როცა ფეხბურთელს ნაკრებში იწვევენ, მისით
"ამკარზე" მდიდარი გუნდები ინტერესდებიან. ეს ლოგიკურია. "ლოკომოტივზე" ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ტრანსფერი რეალურია. ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ: თუ კარგი წინადადება მივიღეთ, მზად ვართ, ჯიქია გავუშვათ", - განაცხადა გაჯიევმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთის ნაკრების თამაშებს არასოდეს ვუყურებდი,ახლა კი თუკი ჯიქია ათამაშეს აუცილებლად ვუყურებ.
jumber
18:33 10-11-2016
0
მაგის კარიერა დამთავრდება მალე
Temuri
16:20 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული