რომან ჭანტურია, შესაძლოა, იჯარით "ტუტოკუოიოში" გადავიდეს

AutoSharing Option
pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, "ემპოლი" იანვარში ფორვარდ რომან ჭანტურიას გაანათხოვრებს.

რომან ჭანტურიას ამ სეზონში არ უთამაშია "ემპოლის" შემადგენლობაში. ის ფორვარდთა ჩამონათვალში მე-6 ადგილზეა და არ არის გასაკვირი, რომ კლუბი ეძებს მისთვის გუნდს, სადაც იჯარით ითამაშებს. სწორედ ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ბოლოს მას "ჰონვედში" იჯარით უშვებდნენ, გარიგება სულ ბოლო წამს ჩაიშალა.

იანვარი კარგი დრო იქნება, რომ რომანი გადავიდეს სხვა გუნდში, რომელიც მას თამაშისა და ლიდერობის საშუალებას მისცემს, სადაც ის მოძლიერდება და უფრო კონკურენტუნარიანი დაუბრუნდება "ემპოლის".

მას უკვე ელის "ემპოლის" პარტნიორი "ტუტოკუოიო", სადაც ის
ასევე ყოფილ ემპოლელ ირაკლი შეყილაძესთან ერთად ქართულ ტანდემს შექმნის შეტევაში", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული