პოლონური მედია: დიდი ალბათობით, ყაზაიშვილი იანვარში "ვიტესში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" იმყოფება, შესაძლოა, არნემის "ვიტესში" იანვარშივე დაბრუნდეს.

პოლონური futbolfejs.pl-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღეში "ლეგიას" მთავარი მწვრთნელი იაცეკ მაგიერა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე ისაუბროს.

ერთ-ერთი სწორედ ყაზაიშვილია, რომელსაც პოლონურ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლევა. წყაროს ცნობით, ალბათობა იმისა, რომ ვაკო იანვარში არნემში დაბრუნდება, დიდია.

შეგახსენებთ, რომ "ლეგიამ" ყაზაიშვილი "ვიტესიდან" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყაზაიშვილი რუსეთში გამოდგება ,ასევე ქვილითაია ,აბურჯანია და სხვები .ევროპაში სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ,ქართველებს არა აქვთ სისწრაფე და ჩქარი აზროვნება
კოლი
18 ნოემბერი 2016 10:48
0
მე ვიყავი ერთ-ერთი ალბათ! მაშინ არ ვიცოდი თუ მას არც კი გასინჯავდნენ, ვინ არის, რა შეუძლია! ამიტომ აქ ყაზაიშვილის და მით უმეტეს ჩემისთანების რა ბრალია თუ პანებს თავი ვინი პუხივით ბზით აქვთ გამოტენილი!
არჩილ ხოფერია
17 ნოემბერი 2016 16:18
0
თუ დაბრუნდება,ძალიან კარგი იქნება.პოლონეთში ათლეტურ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და იქ ვაკოს ასე პირდაპირ შეგდება კარგად ვერ დამთავრდებოდა.რაღაც შესაგუებელი პერიოდი აუცილებელი იყო,მაგრამ არავინ არ მისცა და ამით ორივე მხარემ წააგო.
სოსო
17 ნოემბერი 2016 15:20
0
ნიშნის მოგებაში არავინ ჩაგვითვალოს, მაგრამ სად არიან ახლა ის ხალხი პოლონეთის პირველობის მაღალ დონეზე და ამ ტრანსფერის ვაკოსთვის სასიკეთოობაზე რო ლაპარაკობდა? ეგარი და გორისციხე
საბა
17 ნოემბერი 2016 14:55
0
ან საერთოდ რატო მიდიოდა გასაგებია რომ ლიგაზე თამაში დიდი პერსპექტივა იყო მაგრამ მაინც, ისე ერთი თამაშით რომ საკუთარი კლასი დაამტკიცო ესეთი ბეხბურთელები იშვიათობაა და ესეთებს ლეგიას არავინ აყიდინებს ისე უფრო მეტი ნდობა და დრო რომ ქონოდა უკეთესი იქნებოდა.
g.g
17 ნოემბერი 2016 14:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული