კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

AutoSharing Option
დღეს, უზბეკეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" 4:1 დაამარცხა "მეტალურგი" და ქვეყნის ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა.

ქართველმა კახა მახარაძემ სასტარტოში დაიწყო, მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლოკომოტივმა" 71 ქულა დააგროვა და კონკურენტთათვის მიუწვდომელია. კახა მახარაძემ ამ სეზონში 26 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

29 წლის ფეხბურთელი უზბეკეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. აქამდე ის "ფახთაქორის" შემადგენლობაში ხდებოდა ჩემპიონი (2012, 2014, 2015).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული