ქართველმა კახა მახარაძემ სასტარტოში დაიწყო, მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო.
"ლოკომოტივმა" 71 ქულა დააგროვა და კონკურენტთათვის მიუწვდომელია. კახა მახარაძემ ამ სეზონში 26 თამაშში 3 გოლი გაიტანა.
29 წლის ფეხბურთელი უზბეკეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. აქამდე ის "ფახთაქორის" შემადგენლობაში ხდებოდა ჩემპიონი (2012, 2014, 2015).