"შახტარი" ევროპალიგის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 24 ნოემბერს, ლვოვში "კონიასპორის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "შახტარს" არაბიძე ევროპალიგის განაცხადში ჰყავს შეყვანილი და არაა გამორიცხული, ქართველს ევროპა ლიგაზეც მიეცეს შანსი, თანაც უკრაინელებს 4-ივე მატჩი მოგებული აქვთ და ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდეს.
მიმდინარე სეზონში არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელთა შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.