გიორგი არაბიძე "შახტართან" ერთად ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 18 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი არაბიძემ დღეს დონეცკელთა პირველ გუნდში ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"შახტარი" ევროპალიგის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 24 ნოემბერს, ლვოვში "კონიასპორის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "შახტარს" არაბიძე ევროპალიგის განაცხადში ჰყავს შეყვანილი და არაა გამორიცხული, ქართველს ევროპა ლიგაზეც მიეცეს შანსი, თანაც უკრაინელებს 4-ივე მატჩი მოგებული აქვთ და ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდეს.

მიმდინარე სეზონში არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელთა შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია გილოცავ, სხვა მრავალი
მეგზური
04:18 22-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული