ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - რატომ არ ვიყენებთ რესურსს?

AutoSharing Option
ახლახან ცნობილი გახდა, რომ თამაზ პერტია ლატვიური "ლიეპაიას" მწვრთნელი გახდა. 41 წლის ქართველი საფეხბურთო კარიერაში დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მწვრთნელობაში დიდი შრომისმოყვარეობა და ნიჭი გამოავლინა...

თამაზ პერტიამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს, "დინაბურგში" მთავარი მწვრთნელობით დაიწყო. 2009 წელს, ეს გუნდი შედეგების მანიპულირების ბრალდებით ჩემპიონატიდან მოიხსნა, ხოლო პერტიას, ისევე როგორც კლუბის პრეზიდენტ ოლეგ გავრილოვს, ლატვიურ ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა. თუმცა 2010 წელს პერტიას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რის შემდეგაც "დაუგავა" ჩაიბარა. მერე იყო რიგის "ოლიმპი", ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან "სკონტოში" მუშაობდა...

მაგრამ ეს
აღარ იყო იმ დონის გუნდი, რომელშიც თავად და კიდევ ბევრი ქართველი თამაშობდა და მუდამ ჩემპიონი ხდებოდა. წლეულს, თებერვალში, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ "სკონტოს" ვირსლიგაში მონაწილეობის ლიცენზია არ მისცა და პირველ დივიზიონში დააქვეითა. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს - რიგელთა საშინაო სტადიონი და საწვრთნელი ბაზა ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა...

სხვათა შორის, იმ პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ პერტია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძის შემცვლელად განიხილებოდა. მაგრამ იცით, რომ ასე არ მოხდა. ისე კი, უცნაურია, რომ საქართველოში მას არც ერთი კლუბი არ იწვევს. პერტიასთან ნამუშევარ ფეხბურთელებს მის სამწვრთნელო კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარებათ. ცნობილია ისიც, რომ პაუზების დროს სხვადასხვა ცნობილ კლუბში სტაჟირებას გადის...

ფაქტია, პერტია ყველა გუნდში წარმატებით საქმიანობდა და ლატვიაში ორჯერ საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს - ჯერ, ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტის ნომინაციაში, ხოლო მერე, როგორც ქვეყნის უპირველესი მწვრთნელი.

საინტერესოა, რატომ არ შეიძლება მისი მოწვევა რომელიმე ქართულ კლუბში მაშინ, როცა საეჭვო კვალიფიკაციის "სპეციალისტების" ჩამოყვანაში ლამის რეკორდსმენები გავხდით?!

იმავეს ვიტყვით აზერბაიჯანში მომუშავე ვასილ ჭეიშვილზეც, რომელიც 11 წელია, რაც ჩვენი სამეზობლოს ახალგაზრდულ ფეხბურთში წარმატებით საქმიანობს. მას საფუძვლიანი სამწვრთნელო განათლება აქვს.

ან თუნდაც შოთა მახარაძე ავიღოთ, რომელიც 2013 წლიდან ტირასპოლის (მოლდოვა) "შერიფის" აკადემიაში საქმიანობდა. 37 წლის მწვრთნელი ჯერ "შერიფის" ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა, წლეულს კი მთავარი გუნდის ანალიტიკური ჯგუფის წევრი და იმ 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახდა, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში რომ ითამაშა...

ჩვენ ხომ არაფერს ვამბობთ შოთა არველაძეზე, კახა ცხადაძეზე, თემურ ქეცბაიაზე, გიორგი ჩიხრაძეზე, ზაურ სვანაძეზე? - ისინი უცხოეთში საკმაოდ მაღალი დონის კლუბებში მუშაობას მიეჩვივნენ და ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს საკლუბო სისტემაში დასაქმდნენ. მეტიც - ამბობენ, რომ ცხადაძეს რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში შესთავაზეს მუშაობა.

საეჭვოა, პერტია, ჭეიშვილი და მახარაძე მილიონებს იღებდნენ და მათი დაბრუნება შეუძლებელი იყოს.

ცხადია, უცხოეთში მომუშავე ქართველების ძიება საჭირო საქმეა. კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელის ხელში იზრდებიან. იქ ბევრი ქართველი სპეციალისტი არ არის, თუმცა რაც არის, იმ რესურსზე თვალის დახუჭვა გაუმართლებელი გვგონია. მათი დახმარებით ჩვენი ფეხბურთი ოდნავ უკეთესი მაინც გახდებოდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოლაა სახელიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რაზეა თემა : არ დავიწყებ უაზრო გაცვეთილი ფრაზების ლაპარაკს,, ვიცით ყველამ რა მდგომარეობა გვაქვს ქართულ ფეხბურთში. მინდა აქ განვათავსსო ერთ ერთი უდიდესი პროფესიონალის შეთავაზება ეს ადამიანი თანახმაა იმუშაოს უმაღლესი ლიგის ნებისმიერ კლუბში სპორტულ დირექტორად მწვრთნელად სკაუტად ან მრჩევლად.. და დადოს შედეგი ნებისმიერი გუნდი პრო 1 დან შეუძლია მაქსიმუმ ორ სეზონში 1 მილიონი ბიუჯეტის მქონე კლუბი მოახვედროს ევრო ტურნირებზე ანუ გასაგები რომ იყოს 4.5.6.7,8.9 -ე ადგილოსანი გუნდი 2 წელში ევრო ტურნირებზე გაიყვანოს...ასევე მაქსიმუმ 2 მილიონი ბიუჯეტით ამ ადამიანს შეუძლია ჯგუფურ ეტაპზე მოახვედროს გუნდი მინიმუმ!! ანაზღაურებას არც ისე ბევრს ითხოვს და ისიც კონტრაქტში შესაძლებელია ჩავწეროთ რომ მიზანი თუ არ შესრულდა არ აიღებსს აარც ერთ თეთრს და სამი თამაშის ზედიზედ წაგების შემთხვევაში დატოვებს გუნდს . განვიხილავთ ნებისმიერ შემოთავაზებას თუნდაც დაბალი ლიგებიდან ან ბავშვთა ფეხბურთიდან არ გვეთაკილება არსად მუშაობა..მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს ვინმეს სჭირდება პროფესიონალი კადრები..
sportsdirector80@gmail.com
09 სექტემბერი 2017 13:39
0
საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ლოგიკაა პერტიასთან მიმართებაში... თურმე შედეგების მანუპულირებისთვის მას სამუდამოდ აუკრძალეს საქმიანობა და ყველგან კარგი შედეგი ჰქონდაო.... :)))
hm
27 ნოემბერი 2016 13:58
0
სტატიის ავტორს ვეთანხმები: კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელების ხელში იზრდებიან...ამაზე სერიოზულად უნდა იმუშაოს ჩვენმა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელობამ და ასევე ფეხბურთის ფედერაციამ ასაკობრივი ნაკრებებისათვის...ნუ ჩაუწყობთ საქმეებს ახლობლებს და უცოდინრებს, მოიყვანეთ პროფესიონალები!...
არტაგი
26 ნოემბერი 2016 22:36
0
აქ რომ ჩამოვიდნენ ხომ შევჭამთ და ყოფას ვუტირებთ???
ჩოგანა გორელი
26 ნოემბერი 2016 16:39
0
ეგ უკვე კარჩაკეტილობას გავს. ყველამ საქართველოში თუ იმუშავა ან აქ ითამაშა წინ ვერ წავალთ.
haha
26 ნოემბერი 2016 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული