თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა.

27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა "კრასნოდარმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო.

ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კრასნოდარს" ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და მეორეადგილოსან "ზენიტთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
გული სიამაყით მევსება! ყოჩაღ ოქრი, ყოჩაღ ოქროს კაცო! ხშირად როცა ძირითადად გამუნათებდნენ გაქებდი, გადიდებდი, იმიტომ რომ შენ ხარ ფეხბურთელი ანუ თამაშობ ბეხბურთს, ქართულ ფეხბურთს! მადლობა, დიდი მადლობა! ვინც შემთხვევითობაზე საუბრობთ გაიხსენეთ ოქრის გატანილი გოლები, ყველა ერთი მეორეზე საინტერესო და გადამწყვეტი! ულამაზესი იყო და არამც და არამც შემთხვევითი! ვინც ამას წერთ დამისახელეთ ერთი ვინმე ვინც იმ მომენტში, იმ მანძილიდან ასეთი დარტყმის შესრულებას შეეცდებოდა?! თანაც 94 წუთზე!!!ვერ დაასახელებთ! მაგარი იყო, მთელ რუსეთს შეუსრულა! დიდი ფეხბურთელი გვყავს, ლამაზად და შედეგიანად მობურთალი! ამ კაცს ქება და დაფასება უნდა! ასეთი ხასიათი აქვს, ყველა დადებითი სიტყვა და ქება მის ფანტაზიაში საქართველოს სასახელოდ გარდაისახება!
არჩილ ხოფერია
28 ნოემბერი 2016 19:10
0
აწი ამას რაღა დააბრუნებს დედამიწაზე
vova
28 ნოემბერი 2016 14:07
1
შენ,რომ ღმერთმა ნიჭი მოგცა შვილო, ბევრ დღევანდელ ევროპელ ვარსკვლავს არ დაესიზმრება,მოქოქილი ჩანხარ და ცოტა საკუთარ ხასიათსაც ჩაუტარე შენებური ფინტი და იცოდე რუსეთში დიდი ხნით არავინ გაგაჩერებს.
sake
28 ნოემბერი 2016 13:53
0
საღოლ, მაგარია ძაან!!! წარმატებები !!!
soxumeli
28 ნოემბერი 2016 13:53
0
ვახ შენ გენაცვალე ოქრი..... / ეხლაც აღარ დაგაყენებენ ძირითადში...
Vasili
28 ნოემბერი 2016 13:05
0
ლუჩესკუს ძალიან ულამაზესი აბაროტი აუღო, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავად ლუჩესკუ შეაგდო მაკრატელათი კარებში, ბურთის მაგიერ. )))
tanto
28 ნოემბერი 2016 12:08
0
ლამაზი, ეფექტური შემთხვევითი გოლების სერიიდანაა რომელთაც აქვთ არსებობის უფლება...
და მაინც არცთუ ცუდი ფეხბრუთელი არცთუ სასიამოვნო ხასითების მქონე ადამიანში...ნეტავ როდის დალაგდება ეს ყველაფერი და გაოქროვდება?
ოქრიაშვილს მაინც ქვილითაია და ზივიზვაძე სჯობს ყველა პარამეტრში, ამაზე დავა არც ღირს. ეგაა რომ ოქრი უკვე მეტად გამოცდილია და არსად თავს უცხოდ არ გრძნობს.
გარინჩა
28 ნოემბერი 2016 11:56
0
ვახ შენ გენაცვალე რა...

ეხლა ვუყურე და იმენა რამხელა ემოცია დამიტოვა
ქართველი
28 ნოემბერი 2016 11:07
0
გოლი დიდებულია,მაგრამგაცილებით მატულობს მისი ფასი,თუ გავითვალისწინებთ ვისთან და როდის გაიტანა.როცა ნბა ში საუკეთესო მომენტებს აფასებენ ხოლმე ამ კომპონენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ,ჰოდა აქაც ალბათ ჩემპიონატიშ სამეულზე იბრძოლებს.
რაც შეეხება ნაკრებში ტამაშს,არ მახსოვს ოქრის ოდესმე თავი დაეზოგოს,მიუხედავად ფორმისა ის ბოლომდე იხარჯება და ამ საყვედურს არ იმსახურებს.ახლა მთავარია მწვრთნელები ენდონ და ძირითადში დააყენონ,ოქრის ნდობა სჭირდება და მთას გადადგამს.
სოსო
28 ნოემბერი 2016 10:59
0
ამართლებთ გვარს, მართლაც ოქროსავით ბრწყინავ...

ამ და მრავალი უმაღლესი დონის გატანილი გოლისათვის ახარებ სრულიად საქართველოს..

გისურვებ საფეხბურთო წარმატებებს და ოჯახურ ბედნიერებას...

პატივისცემით....
ჯონი
28 ნოემბერი 2016 10:44
0

სიახლეები პოპულარული