U16. ნიკა ქუთათელაძემ პსჟ-ში პოკერი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდში პირველი პოკერი გაიფორმა ქართველმა ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ. პსჟ "სარსელესს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

ქუთათელაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო მოედანზე და 81 წუთი დაყო. 4 გატანილ გოლთან ერთად, 15 წლის ქართველმა 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქუთათელაძე დასახელდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე პსჟ-ში ამ წლის ზაფხულს გადაბარგდა. მის ანგარიშზე 7 ჩატარებულ შეხვედრაში უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

- მეცინებოდა... მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი! - პსჟ-ს ფორვარდის ამბავი
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჯოოო ვერ გავიგე,თუ 81 წუთზე შეცვალეს 82-ზე როგორ გაიტანა?კაცი მაი ყოფილა
mishiko Aktobe
19:07 02-12-2016
0
ეს ბონი ტაილერის ჰიროუ ვინ დაადო ამ კლიპს. საღოლ.
bavaria
00:55 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული