თორნიკე ოქრიაშვილი: ამიერიდან ეს ჩემი "ფიშკა" იქნება...

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტთან" (2:1) რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გამარჯვების შემდეგ თამაშზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა 94-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, "მაკრატელათი" გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

- იგორ შალიმოვმა (კრასნოდარის თავკაცი) აღიარა, რომ ვარჯიშებზე მსგავს დარტყმებს ამუშავებთ ხოლმე...
- დიახ, ვარჯიშებზე ასეთი გადაცემები მოდის ხოლმე და დარტყმებსაც ვამუშავებ. გოლის მომენტში დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში. ვიცოდი, რომ მატჩის ბედი უნდა გადამეწყვიტა. ცოტა გამიმართლა, ღმერთი დამეხმარა.

- "კრასნოდარის" მწვრთნელი:
ოქრიაშვილი მაკრატელას ვარჯიშებზეც ურტყამდა, მაგრამ ვერ იტანდა


- დარტყმის მომენტში ხედავდით, რომ იური ლოდიგმა კარზე კონტროლი დაკარგა თუ უბრალოდ დაარტყით?
- დავინახე, რომ გამოსვლაზე ითამაშა და ხაზზე უკვე აღარ იდგა. რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ ასე კარგად დავარტყი, მაგრამ ეგრეც ვაპირებდი.

- შალიმოვმა მოედანზე რა დავალებით შეგიყვანათ, ფლანგებზე შეტევა გაგეცოცხლებინათ?
- თამაში გამეცოცხლებინა და გამეტანა. ადრეც გავდიოდი მოედანზე, მომენტები მქონდა, მაგრამ ვერ ვიტანდი. ახლა კი მწვრთნელმა მითხრა, რომ დროა, გავიტანო.

- "სიმბოლურია, რომ ოქრიაშვილმა ლუჩესკუს გუნდს გაუტანა, რომელმაც მასზე "შახტარში" უარი თქვა"

- სანამ მოედანზე შეხვიდოდით, სავარჯიშო შარვალი ბურთების მიმწოდებელ ბიჭს მიეცით. ამიერიდან ეს თქვენი კეთილი ნიშანი იქნება?
-დიახ, ამიერიდან ეს ჩემი "ფიშკა" იქნება, ყოველთვის ასე ვიზამ (იღიმის). სერიოზულად რომ გითხრათ, ძალიან მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს სამი ქულის აღებაში დავეხმარე. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ძალიან ბევრი მოვიდა ჩვენ მხარდასაჭერად.

- "გასახდელში თორნიკე ოქრიაშვილმა გვითხრა, რომ მას ახლა მთელმა საქართველომ მისწერა"

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ბედნიერებაა როცა შენი თანამოძმე წარმატებას აღწევს! ღმერთს ებარებოდე თორნიკე!!!
T b i l i s i
12:36 28-11-2016
0
თორნიკე! გილოცავ! შენ ოღონდ არ დაიზარო და დიდ, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებ. დალოცვილი იყავი.
ალექსანდრე
12:51 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული