ქართველი ლეგიონერების 10 სუპერგოლი ევროპულ არენებზე - გამოავლინე საუკეთესო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე ოქრიაშვილის "მაკრატელამ" "კრასნოდარი"-"ზენიტის" მატჩში ქართველი ლეგიონერების მიერ ევროპის სტადიონებზე გატანილი ის გოლი-შედევრები გაგვახსენა, აღტაცებაში არამარტო ქართველი გულშემატკივარი რომ მოუყვანია.

Sportall.ge-მ ქართველი ლეგიონერების საუკეთესო გოლების ათეული შეადგინა. ათეულის შედგენისას პირველ რიგში გავითვალისწინეთ გოლის სილამაზე და ეფექტურობა, შემდეგ კი მისი მნიშვნელობა, ლიგისა და მატჩის დონე.

ვიდეოში გოლები წარმოდგენილია შემთხვევითი თანმიმდევრობით, რეიტინგის განსაზღვრა კი გამოკითხვით, მკითხველთა ხმებით გვსურს [იხილეთ ხმის მიცემის ბმული]

ათეულში შევიყვანეთ გიორგი ქინქლაძე ("მანჩესტერ სიტი"), შოთა არველაძე ("აზ ალკმაარი"), თემურ ქეცბაია ("ანორთოსისი"), კახა კალაძე ("მილანი"), გიორგი დემეტრაძე (კიევის "დინამო"),
ზაზა ჯანაშია (მოსკოვის "ლოკომოტივი"), ლევან კობიაშვილი ("შალკე"), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი"), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი").
მკითხველის კომენტარები / 17 /
აშვეთიას გოლი ინტერის კარში, რომ ყოფილიყო 10 ლში უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრითკარში!
Kakhi
11 თებერვალი 2020 18:02
0
ქინქი ქინქი ბაზარი არაა გენია იყო მაგრამ მე შრომასაც ვუფასებ ადამიანს.შოთის დემეს გამოვარჩევდი მე თავისი კლასით და მონდომებით.კალაძე ხომ სამაგალითოა...
zuriko
23 აპრილი 2017 11:29
0
1. ქინქლაძე, 2. არველაძე, 3. ქეცბაია - გათვილისწინებით სირთულისა და გამართლების გათვალისწინებით.
zura
29 ნოემბერი 2016 16:05
0
ძნელი სათქმელია მეტოქეც ხომ უნდა გაითვალისწინო თუმცა ქინქლაძე მაინც ერთი თავით მაღლა დგას
912
29 ნოემბერი 2016 12:00
0
რა თქმა უნდა ქინქლაძე და მერე დანარჩენი სხვა. ისე კი ქინქლაძე კედელთან უნდა მიაყენო და დახვრიტო საეღტო ქართული გენის ასე გაფლანგვისა და განიავებისათვის. ტიპი ვერ მიხვდა რომ ის ნიჭი არამარტო მას ეკუთვნოდა არამედ მთელ ერს და მსოფლიოს. აი ამას რომ ხვდება მესი იმიტომაა მესი მიუხედავად იმისა რომ ქინქლაძეს არანაკლები ნიჭი ქონდა მასზე :)))
ოთო
29 ნოემბერი 2016 09:17
0
კობი პირველია, სხვა თუ არაფერი კანმა თქვა რომ მასეთი ლამაზი გოლი მისთვის არავის გაუტანია..
giorgi776
29 ნოემბერი 2016 00:45
0
რა თქმა უნდა გიორგი ქინქლაძის გოლი, ერთადერთი ამ ტოპ 10ეულიდან რომელიც გონებამ გაიტანა და არა ინსტიქტმა
Akaki
28 ნოემბერი 2016 22:29
0
კარგია მაგრამ აშვეთიას არცეთი გოლი არაა შეყვანილი და კარგია რომ შეგეყვანათ.
Kakhi21
28 ნოემბერი 2016 21:32
0
ზაზა ჯანაშიას და თემურ ქეცბაია უკეთესი გოლები აქვთ გატანილი ლაციოს და აიაქსის კარში.. დანარჩენები ყველა დიდებულია..
გიორგი
28 ნოემბერი 2016 21:31
0
კალაძის გოლი ინტერის კარში ყველაზე მაგარი გოლია ტავისი სილამაზით და პირველ რიგში მნისვნელობით,ის ხო მადონინას მშვენებაა სხვა თუ არაფერი.მე ასე ვაფასებ
ბაჩო გ
28 ნოემბერი 2016 20:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული