ქართველი ლეგიონერების 10 სუპერგოლი ევროპულ არენებზე - გამოავლინე საუკეთესო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე ოქრიაშვილის "მაკრატელამ" "კრასნოდარი"-"ზენიტის" მატჩში ქართველი ლეგიონერების მიერ ევროპის სტადიონებზე გატანილი ის გოლი-შედევრები გაგვახსენა, აღტაცებაში არამარტო ქართველი გულშემატკივარი რომ მოუყვანია.

Sportall.ge-მ ქართველი ლეგიონერების საუკეთესო გოლების ათეული შეადგინა. ათეულის შედგენისას პირველ რიგში გავითვალისწინეთ გოლის სილამაზე და ეფექტურობა, შემდეგ კი მისი მნიშვნელობა, ლიგისა და მატჩის დონე.

ვიდეოში გოლები წარმოდგენილია შემთხვევითი თანმიმდევრობით, რეიტინგის განსაზღვრა კი გამოკითხვით, მკითხველთა ხმებით გვსურს [იხილეთ ხმის მიცემის ბმული]

ათეულში შევიყვანეთ გიორგი ქინქლაძე ("მანჩესტერ სიტი"), შოთა არველაძე ("აზ ალკმაარი"), თემურ ქეცბაია ("ანორთოსისი"), კახა კალაძე ("მილანი"), გიორგი დემეტრაძე (კიევის "დინამო"),
ზაზა ჯანაშია (მოსკოვის "ლოკომოტივი"), ლევან კობიაშვილი ("შალკე"), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი"), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი").
მკითხველის კომენტარები / 17 /
აშვეთიას გოლი ინტერის კარში, რომ ყოფილიყო 10 ლში უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრითკარში!
Kakhi
18:02 11-02-2020
0
ქინქი ქინქი ბაზარი არაა გენია იყო მაგრამ მე შრომასაც ვუფასებ ადამიანს.შოთის დემეს გამოვარჩევდი მე თავისი კლასით და მონდომებით.კალაძე ხომ სამაგალითოა...
zuriko
11:29 23-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული