შეგახსენებთ, რომ ზენიტელთა მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს თორნიკე დონეცკის "შახტარში" ჰყავდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს არ ენდობოდა...
მეორე დილას მეზობელ-მეგობარი მეწვია, აღფრთოვანებულმა მითხრა: ნახე
ჰოლანდიელებს ჩემპიონატში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შოთა არველაძე, არიენ რობენი, რონალდო რომ ჰყავთ, ეფექტური გოლები არც უკვირთ, მაგრამ ქართველები ასეთ სანახაობას მოკლებულნი ვართ. წამყვან საფეხბურთო ლიგებში თითო-ოროლა ფეხბურთელი გვყავს და მათი ყოველი გაელვება გვიხარია.
რომ არა ოქრიაშვილის გოლი, ხომ არ გაგვახსენდებოდა გიორგი ქინქლაძის მარადონასეული დრიბლინგი "საუთჰემპტონთან" მატჩში? ლევან კობიაშვილის "ხიჭვი" ოლივერ კარის კარში...
Sportall.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი ქართველი ლეგიონერების მიერ გატანილი საუკეთესო გოლის გამოვლენა გახლდათ. ჩამოთვლილი იყო ათი ფეხბურთელი, რომელთა შედევრები სტაჟიან გულშემატკივარს ნამდვილად ემახსოვრება.
იხილეთ ვიდეო
გამოკითხვა დასრულდა და ასეთი შედეგები მივიღეთ:
1. გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 1402 ხმა
ქინქიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მსუბუქად დაიძრა "საუთჰემპტონის" კარისკენ. ცოტა გასაკვირი კი არის, მაგრამ თანაგუნდელთაგან არავინ წამოეხმარა. მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მესამე, შევიდა საჯარიმოში და მეკარეც დანარჩენებს მიაყოლა - მარჯვნივ გადასახტომად მოემზადა, ქინქლაძემ კი მარცხნივ გადაუგდო. სხვათა შორის, ინგლისის ჩემპიონატში ქინქლაძეს კიდევ არაერთი ეფექტური გოლი აქვს გატანილი.
2. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 701
ამ შეხვედრაზე დასაწყისში უკვე გესაუბრეთ. ერთს დავძენთ მხოლოდ: ნებისმიერ გოლს ფასს მატებს თუ ის მსაჯის მიერ წამატებულ დროშია გატანილი, მით უმეტეს, თუ ამ გოლით გუნდი იგებს, და თუ მაკრატელაა...3. შოთა არველაძე (ალკმაარი, ჰოლანდია) - 311
ჰოლანდიის ჩემპიონატის რიგით მატჩში, "ალკმაარი"-"სპარტა" შოთა არველაძემ 22-ე წუთზე მეტოქეს ბურთი თავზე გადაატარა და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა.4. ლევან კობიაშვილი (შალკე, გერმანია) - 123
საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ყოველგვარი მიხვევ-მოხვევის გარეშე კარის ბადეში რომ შევარდებოდა, ჩემი მწვრთნელი ამბობდა - ხიჭვივით შეარჭოო. საჯარიმო ხაზის კუთხიდან სწორედ ასეთი დარტყმით გაუტანა გოლი "ბაიერნის" მეკარე ოლივერ კანს ლევან კობიაშვილმა.5. თემურ ქეცბაია (ანორთოსისი, კვიპროსი) - 89
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ჩემპიონატში ლამაზი ჯარიმა აქვს გატანილი. აპოელ-თან მატჩისას მის მიერ დარტყმულმა ბურთმა ისე მოუხვია, მეკარე ჯერ ერთი მიმართულებით წავიდა, თუმცა მეორე მხარეს გადახტომა ვერ მოასწრო. "ანორთოსისმა" ის მატჩი 3:2 მოიგო.
6. კახა კალაძე (მილანი, იტალია) - 87
კახამ იტალიის ჩემპიონატის მატჩში ბურთი ლამაზადაც დაამუშავა, მშვენივრადაც დაარტყა... ამ გოლს ხარისხი იმანაც მოუმატა, რომ მილანურ დერბიში გაიტანა. 7. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 71
- ჯანო ანანიძეს კანფეტივით პასი მიუვიდა. მანაც საოცრად ტექნიკური დარტყმით ხარიხიდან ასხლეტით ბურთი მეტოქის კარში შეაგდო, - ასეთი იყო რუსი კომენტატორის რეაქცია ანანიძის გოლზე, რომელიც მან რუსეთის ჩემპიონატში შეაგდო. 8. ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) - 70
იტალიის ჩემპიონატში გოლის გატანა ძალიან რთული საქმეა. ქუსლით კი დელ პიერო და იბრაჰიმოვიჩი იტანდნენ... და ლევან მჭედლიძე, რომელმაც კარისკენ ზურგით მდგომმა ქუსლით ბურთს მიმართულება კარისკენ მისცა.9. ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 56
1999 წელს ზაზა ჯანაშიას "ლოკომოტივი" თასების თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რომის "ლაციოს" დაუპირისპირდა. ზაზამ მეკარე მოატყუა და ტრიალში გაიტანა, რასაც მალაყი დაურთო. - ვლაპარაკობდი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ აღდგომაზე. ეს მატჩი მათ შორის იმართება. სწორედ ამას ვყვებოდი, ზაზამ გოლი რომ გაიტანა, შემდეგ კი პირჯვარი გადაიწერა, - ასეთი კომენტარი მიაყოლა მატჩის ტელეკომენტატორმა.
10. გიორგი დემეტრაძე (დინამო, უკრაინა) - 50
1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მშვენიერი ქართული მატჩი ჩატარდა. კიევის "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი კახა კალაძემ გაიტანა, მეორე გიორგი დემეტრაძემ. აუტიდან ჩამოწოდებული ბურთი პენალტის ნიშნულთან მყოფ დემეს მიუვიდა და ლამაზი მაკრატელათი გოლად აქცია.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"