ლეგიონი: ლორიამ ჯანო გაამწარა, ოქრიაშვილმა გროზნოში წააგო

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს ევროპულ სტადიონებზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

რუსეთის ჩემპიონატში "კრასნოდარმა" გასვლაზე 1:2 წააგო გროზნოს "ტერეკთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კრასნოდარელთა რიგებში ამჯერად უგოლოდ, ოღონდ 90 წუთი ითამაშა.

სამარის "კრილია სოვეტოვმა" ჩემპიონატის ლიდერ "სპარტაკს" საშინაო კედლებში მტკივნეული მარცხი აგემა - 4:0. კარი მშრალად შეინახა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ, 62-ე წუთზე კი "სახალხო გუნდში" გამოჩნდა ჯანო ანანიძე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა.

მარცხის მიუხედავად, "სპარტაკი" კვლავ ლიდერობს ჩემპიონატს 37 ქულით. "კრასნოდარი" 27 ქულით მეხუთეა, "კრილია" კი 14 ქულით მეცამეტეზეა.

* * *
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურის მატჩში "სილკებორგმა" შინ 2:1 მოუგო "მიდტიულანდს". გამარჯვებულთა რიგებში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ 79 წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს.

ამ დროისთვის "სილკებორგს" 22 ქულა აქვს და დანიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.

* * *
ესპანეთის სამეფო თასის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ოთარ კაკაბაძის გუნდმა "ხიმნასტიკმა" პრიმერადივიზიონურ "ალავესს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა სრულად ითამაშა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული