რუსეთის ჩემპიონატში "კრასნოდარმა" გასვლაზე 1:2 წააგო გროზნოს "ტერეკთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კრასნოდარელთა რიგებში ამჯერად უგოლოდ, ოღონდ 90 წუთი ითამაშა.
სამარის "კრილია სოვეტოვმა" ჩემპიონატის ლიდერ "სპარტაკს" საშინაო კედლებში მტკივნეული მარცხი აგემა - 4:0. კარი მშრალად შეინახა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ, 62-ე წუთზე კი "სახალხო გუნდში" გამოჩნდა ჯანო ანანიძე, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა.
მარცხის მიუხედავად, "სპარტაკი" კვლავ ლიდერობს ჩემპიონატს 37 ქულით. "კრასნოდარი" 27 ქულით მეხუთეა, "კრილია" კი 14 ქულით მეცამეტეზეა.
ამ დროისთვის "სილკებორგს" 22 ქულა აქვს და დანიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.
* * *
ესპანეთის სამეფო თასის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ოთარ კაკაბაძის გუნდმა "ხიმნასტიკმა" პრიმერადივიზიონურ "ალავესს" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა სრულად ითამაშა.ამ გუნდების საპასუხო მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"