U21. გიორგი არაბიძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე გაიტანა

AutoSharing Option
3 დეკემბერს, უკრაინის ახალგაზრდული ლიგის მე-17 ტურში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი არაბიძემ. არაბიძის დონეცკის "შახტარმა" "სტალს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ქართველი ფეხბურთელი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 89-ე წუთზე დრიბლინგის ხარჯზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა არაბიძე მოედნიდან გაიყვანა.

დონეცკელები 41 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ კიევის "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო შეხვედრას კი "შახტარი" 11 დეკემბერს სწორედ "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული