U16. ნიკა ქუთათელაძის გოლი, 2 საგოლე გადაცემა და გამომუშავებული პენალტი პსჟ-ში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 დეკემბერს, ფრანგული პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა "ფონტაინებლუსთან" და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 8:0.

მართალია, ნიკა ქუთათელაძე პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და დარჩენილი 45 წუთი თავის გამოსაჩენად ეყო. ქუთათელაძემ გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტი გამოიმუშავა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
15 წლის ფორვარდისთვის ეს პსჟ-ში უკვე მე-8 გოლი იყო, საგოლე გადაცემები კი ნიკას 6 დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი რა რეზო,ბავშვი ნაღდი იბრაჰიმოვიჩია,ვარსკვლავი გვეზრდება,ვინებს ადარებ? მაგისნაირს საქართველოში რა უნდა? თუ არიან და ჰა ბურთი და მოედანი და წავიდნენ აბა?რო იყონ მაგრები ხო იცი რომ წაიყვანდნენ აქამდე,არ დატოვებდნენ.რა გინდა თქვა რომ ჟურნალისტი ფულს იღებს? რა გვეშველება-სომხებმა გვაჯობეს რა ყველაფერში-აქ სულ შური და ბოღმაა რა.
Rezos
05 დეკემბერი 2016 16:37
0
ასეთ პატარა ბიჭზე გადაჭარბებული მგონია ამხელა აჟიოტაჟი,თან ყველა სპეციალისტი აღნიშნავს რომ საქმე არ გვაქვს დიდ ტალანტთან,ტალანტები გუშინ იყო თუ უყურეთ ფინალებს-2000 და 2001 წლიანებში მაგრამ არავინ წერთ ამაზე თუ ინტერესი არ გაქვთ ალბათ.ამ ბიჭს ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ სტატიების დამკვეთიც და ჟურნალისტიც დათვურ სამსახურს უწევთ მერწმუნეთ
Rezo
05 დეკემბერი 2016 15:43
0
ნიკა გაიხარე, სულ წარმატებებით გევლოს. შრომა არ შეაჩერო.
gizog
05 დეკემბერი 2016 11:09
0
ნიკა, შვილო, მიაწექი, ჩვენ სენ გვერდით ვართ დაშენი იმედი გვაქვს.
თამაზი
05 დეკემბერი 2016 09:42
0
ეს უკვე მეტისმეტია.ხალხს სასაცილიდ არ ყოფნის. დღეს ჭაბუკთა ლიგის ფინალები იყო თბილისში და სიტყვაც არ დაგიწერიათ.ამაზე ნაკლებები არ იყვნენ იქ.ეს იქ ვერც მოხვდებოდა სასტავში.
Edo
05 დეკემბერი 2016 01:00
0
emre-ს... ტვინი გიმუშაობს ეხლა შენ?!.. ჯერ ერთი,პსჯ-ს აკადემიაში მარტო ფულით არავინ აგიკვანს,თუ შესაბამისი მონაცემები არ გაქ... მერე მეორე,პსჯ-ს 16-იანები იქეთ აძლევენ ბავშვებს ფულს... და მესამე,იმის მაგივრად რო პატარა ბიჩი გაამხნევო და ცარმატებები უსურვო,რაღაც ბოღმიან ესემესს ცერ... მიდი ნიკუშ,მიაცექი...ქართველი გულშემატკივარი ოცნებობს,მსოფლიო დონის,ნამდვილ ვარსკვლავ ქართველ ფეხბურთელზე და შენ აუსრულე ეს ოცნება.
preben elkiaer larsen
04 დეკემბერი 2016 23:37
0
ეს რა დაბალი დონეა, საფრანგეთია თუ კაპო ვერდე, ბოლო გოლზე ნახე 4 უტევენ იქ კვადრატს ათამაშებენ და არავინ ჩამოდის, აზე არ არიან, ამ ბავშვს კი დიდი წარმატებები
ინასა
04 დეკემბერი 2016 22:17
0
sponsored რო დააწეროთ ხოლმე არა? რამდენი ამაზე მაგარი ბავსჰვი თამაშობს თუნდაც საქართველოში იმათზე ორი სიტყვა მაინც დაწერეთ ხოლმე. მერე რა რო მაგათ ოჯახებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა წაიყვანონ ევროპაში თავიანთი შვილი და რომელიმე გუნდის აკადემიაში ჩარიცხონ
Emre
04 დეკემბერი 2016 20:37
0

სიახლეები პოპულარული