ვაკო გვილიათი "ლაიპციგი", "ჰერტა" და "ბოხუმი" ინტერესდებიან?

AutoSharing Option
ბელორუსში უმაღლესი ლიგის რჩეულთა დაჯილდოების საზეიმო გალა-კონცერტი - "ვარსკვლავური ბურთი 2016" გაიმართა. წლის ორი სიმბოლური ნაკრები დასახელდა და მასში ბორისოვის ბატე-ს ერთდროულად 8 მოთამაშე მოხვდა. პირობითად B ნაკრებში საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილიაც დაასახელეს.

22 წლის ქართველმა წლეულს ჩემპიონატი "მინსკში" დაიწყო, ზაფხულიდან კი ბატე-ში გადავიდა. სულ 29 მატჩი ჩაატარა (მინსკი 15/ბატე 14), გაიტანა 8 გოლი (4/4) და 5 საგოლე გადაცემა (3/2) გააკეთა.

"ქართველმა ლეგიონერმა თავისი თამაშით ბელორუსის უმაღლესი ლიგა გამოაცოცხლა. ბორისოვში გვილია "მინსკიდან" აღმოჩნდა. ამ გუნდში გატარებული სულ რაღაც
6 თვე საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ახალ ქვეყანასთან არა მხოლოდ ადაპტაცია გაევლო, არამედ საქართველოს ნაკრების სრულფასოვანი წევრიც გამხდარიყო.

ვაკო ტოპ-ფეხბურთელობაზე ოცნებობს, ცხოვრობს ბატე-ს ბაზაზე და პირად მწვრთნელთან ვარჯიშობს.

ახლახან უცხოურმა მედიამ გაავრცელა ცნობები, თითქოს 22 წლის ქართველით ბუნდესლიგის ლიდერი "ლაიპციგი" და "ჰერტა" დაინტერესდნენ. თუმცა ის ბორისოვშიც ბედნიერად გრძნობს თავს. მას ბატე-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს", - წერს პოპულარული ბელორუსული გაზეთი "პრესბოლი", რომელმაც გვილია ზოგადად ლეგიონერებისადმი მიძღვნილ წერილშიც ახსენა:

"ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ლეგიონერია, მაგრამ ბევრზე არ შეიძლება ითქვას, რომ პირველობას რამე შესძინეს. მხოლოდ ერთეულებზე ვიტყვით, რომ გუნდის ლიდერებად იქცნენ და ერთი ასეთი იშვიათი ლეგიონერთაგანი ქართველი ვალერიან გვილიაა".

საფეხბურთო აგენტმა სერგეი კლიუჩიკმა tribuna.com-თან გვილიას მომავალზე ილაპარაკა. მას "ბოხუმის" მხრიდან ინტერესზე ჰკითხეს:

"ყველაფერი ჭორის დონეზეა. ოფიციალური წინადადება არ გვქონია. იხდიან თუ არა ტრანსფერში გერმანელები 2 მილიონ დოლარს? გვილიას ტრანსფერი ბატე-ს ეკუთვნის და შესაძლოა, გუნდმა მეტიც მიიღოს, შესაძლოა - ნაკლები. ფასის განსაზღვრა კლუბის უფლებაა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა გვილიას სხვა ვარიანტები, გეტყვით - ის მხოლოდ უკეთეს კლუბში გადავა. გვილიამ სეზონში ისედაც ორი კლუბი შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, სადაც თავის გამოჩენა სჭირდება. დღეს ჩემი კლიენტი ბატე-ს მოთამაშეა. სხვა დანარჩენი მხოლოდ საუბრებია".

არადა, თავად გვილიამ "ლელოსთან" კომენტარში აგენტის კომენტარი გაიკვირვა:

"სხვათა შორის, ბოლო დროს მსგავსი რამ რამდენიმე აგენტმა თქვა - თითქოს, მე მისი ფეხბურთელი ვარ. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

შემოთავაზებები თუ არის, მათ თავად განვიხილავ, რადგან ახლა კონტრაქტი არც ერთ მენეჯერთან აღარ მაკავშირებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
erti celi kidev unda darches bateshi gaizardos daxvindes da mere gadavides germanishi an sxvagan
ramazi
13:09 08-12-2016
0
სად ხედავტ უხამს სიტკვებს
ramazi
13:11 08-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული