"რუბინმა" "ლოკომოტივს" მირანჩუკის სანაცვლოდ კვირკველია შესთავაზა

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" ნახევარმცველ ალექსენ მირანჩუკის შეძენასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ყაზანელები "ლოკომოტივს" ნახევარმცველის სანაცვლოდ საბა კვირკველიას სთავაზობენ.

კვირკველიამ, რომელსაც "რუბინთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო, ისიც რუსეთის თასზე. რუსეთის ჩემპიონატში ქართველ მცველს ამ სეზონში არ უთამაშია.

წყაროს ცნობითვე, კვირკველიათი ტულის "არსენალიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "ლოკომოტივის" ვარიანტი უფრო რეალურია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წადი კარგია , ვის მიყავს რო. არადა ერთი შანსი სჭირდება და დარწმუნებული ვარ სერია ა ში ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იქნება. იმედია დააღწევს თავს ამ ქაოსს.წარმატებები!!!!!!!
იუზგარ
11:30 12-12-2016
0
ვის ხელში ჩაიგდო თავი, წადი რა ევროპაში :(
დინამო
10:54 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული