წყაროს ცნობით, ყაზანელები "ლოკომოტივს" ნახევარმცველის სანაცვლოდ საბა კვირკველიას სთავაზობენ.
კვირკველიამ, რომელსაც "რუბინთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო, ისიც რუსეთის თასზე. რუსეთის ჩემპიონატში ქართველ მცველს ამ სეზონში არ უთამაშია.
წყაროს ცნობითვე, კვირკველიათი ტულის "არსენალიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "ლოკომოტივის" ვარიანტი უფრო რეალურია.