შესაძლოა, ლევან მჭედლიძემ ამ ზამთარს "ემპოლი" დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, შესაძლოა, ზამთარში "ემპოლი" დატოვოს. ეს ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და ყველამ დაგვიდასტურა, რომ ტრანსფერის ალბათობა მართლაც არსებობს.

ამ დროისთვის, მჭედლიძეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს "ემპოლიში", განსხვავებით გუშინდელისგან, როცა "ბოლონიასთან" 90 წუთი დაჰყო მოედანზე. პლუს ამას, მას ხშირად აწუხებს ტრავმებიც...

ჩვენი ინფორმაციით, თუ მჭედლიძე "ემპოლიში" არ დარჩება, რამდენიმე საინტერესო ვარიანტის განხილვა მოუწევს. მისი გადაბირებით იტალიური და გერმანული კლუბები არიან დაინტერესებულნი. არის რუსეთში გადასვლის შანსიც.

ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად ვცდილობდით მასთან დაკავშირებას,
თუმცა - უშედეგოდ. იმედია, მისი კარიერა იმ გზით წავა, როგორსაც თავად და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ისურვებდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ლევანზე?როდისმე დაზოგა ნაკრებში თავი?გაიხსენეთ რამდენჯერ მიიღო ნაკრებში ტრავმა.კაცი ,როცა ბოლომდე იხარჯება,გინდაც წააგოს,არ უნდა გალანძღო და ასეთია მჭედლიძე.ის თამაშობს იმას ,რაც შეუძლია და მწვრთნელის გადასაწყვეტიადაუძახებს თუ არა ნაკრებში.მას ეძახიან და ისიც ჩამოდის.,დანაშაულია?აყენებენ მოედანზე და ისიც იბრძვის.დანაშაულია?მაშინ მწვრთნელებს მოჰკითხეთ,მე კი ყოველთვის მადლიერი ვიქნები ლევანისა.
ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ სიტუაციას,გამოჩნდება სადმე უცხოეთში ქართული წარმოშობის ,პერსპექტიული ბიჭი და ატყდება ამბავი მის სასწრაფო ჩამოყვანაზე,ისკი ყოყმანობს,რადგან ჩვენს ნაკრებში თამაშმა შეიძლება კარიერა საფუძვლიანად აურიოს,ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ ყვირილს მის არა პატრიოტობაზე,არადა ფეისბუკზე თუ ჩაიხედავს და გამოხმაურებებს წაიკითხავს,კიდევ უფრო შეეპარება ეჭვი აქ თამაშის სურვილის საჭიროებაზე,რადგან როცა ერთგულს ერთგულებას ვერ დაუნახავ,სხვებიც გაგიორგულდებიან.ასე მეგობრებო,ფეხბურთელებს თავისი ცოდვები ჰკმარათ,მაგრამ ჩვენც ჩვენი წილი პასუხისმგებლობისა უნდა ვზიდოთ და ურთიერთ გვერდზე დგომით დავძრათ ლაფში ჩაფლული ურემი ადგილიდან.
სოსო
21:47 12-12-2016
0
მეორედ გეუბნებით:ნუ წერთ "ქალურ" კომენტარებს, საიდან ეს ბოღმა? არც მე მახსოვს, ამ ბიჭს თავი დაეზოგოს ნაკრებში.
კახელი პაპა
01:32 13-12-2016
0

სიახლეები პოპულარული