"ქართველი ფეხბურთელი "კრასნოდარს" თავისუფალი აგენტის სტატუსით სექტემბერში შეუერთდა და თამაში მაშინვე დაიწყო, თუმცა არა სასტარტო შემადგენლობაში. გაბრწყინებას კი ოქრიაშვილი 27 ნოემბრამდე ელოდა. იმ დღეს "კრასნოდარის" სტადიონზე ოქრიაშვილმა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდს "ზენიტთან" გამარჯვება ბრწყინვალე "მაკრატელა" დარტყმით მოუტანა.
ამ შედევრზე მთელი კვირა საუბრობდნენ და ვფიქრობთ, ახლაც საუბრობენ. ჩემპიონატში გასული ყველაზე ლამაზი გოლის ავტორის ვინაობაც, ვფიქრობთ, უკვე ცნობილია. თუნდაც მხოლოდ