"სპორტ ექსპრესმა" თორნიკე ოქრიაშვილი რუსეთის ჩემპიონატის აღმოჩენად დაასახელა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 10 აღმოჩენა დაასახელა, რომელშიც "კრასნოდარის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილიც მოხვდა.

"ქართველი ფეხბურთელი "კრასნოდარს" თავისუფალი აგენტის სტატუსით სექტემბერში შეუერთდა და თამაში მაშინვე დაიწყო, თუმცა არა სასტარტო შემადგენლობაში. გაბრწყინებას კი ოქრიაშვილი 27 ნოემბრამდე ელოდა. იმ დღეს "კრასნოდარის" სტადიონზე ოქრიაშვილმა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდს "ზენიტთან" გამარჯვება ბრწყინვალე "მაკრატელა" დარტყმით მოუტანა.

ამ შედევრზე მთელი კვირა საუბრობდნენ და ვფიქრობთ, ახლაც საუბრობენ. ჩემპიონატში გასული ყველაზე ლამაზი გოლის ავტორის ვინაობაც, ვფიქრობთ, უკვე ცნობილია. თუნდაც მხოლოდ
ამიტომ ოქრიაშვილი იმსახურებს ამ რეიტინგში ყოფნას", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აღმოსაჩენი ოქრიაშვილს არაფერი ჭირს, მას გაცილებით მეტი შეუძლია თუ ფიზიკურად კიდევ მოუმატებს კიდევ ბევრჯერ გაოცდებიან მისი თამაშით.თავის თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.
bebeto
19:35 12-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული