საბა კვირკველია: 99%-ით, "რუბინს" დავტოვებ, ვარიანტები კი ევროპიდანაც მაქვს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა.

24 წლის ფეხბურთელის თქმით, დაახლოებით 2-3 დღეში ცნობილი გახდება იმ კლუბის ვინაობა, სადაც ის კარიერას გააგრძელებს.

- თავდაპირველად, კლუბში არსებულ სიტუაციაზე გკითხავ. გაქვს თუ არა ჯერ კიდევ იმედი იმისა, რომ გათამაშებენ?
- არა, საერთოდ არაფერი შეცვლილა - ყველაფერი ცუდისკენ მიდის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს შევიცვლი.

- რუსულ მედიაში კიევის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" ინტერესზე დაიწერა. ითქვა ისიც,
თითქოს "რუბინმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" შენი მირანჩუკში გაცვლა შესთავაზა...
- არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს. თუ ეს ვარიანტები რეალურია, აუცილებლად დამირეკავენ და ყველა გავიგებთ.

- თავად თუ ხარ მზად, "ლოკომოტივის" ვარიანტი განიხილო?
- აუცილებლად. ყველა ვარიანტს განვიხილავ და გამონაკლისი არც "ლოკომოტივი" იქნება.

დღესაც მაქვს რამდენიმე ვარიანტი, იგივე ევროპიდან, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა მსურს, არ იქნება ლამაზი. 2-3 დღეში გაირკვევა, თუ სად წავალ.

- კალაძემ იტალიურ კლუბებს შენი თავი ურჩია. კლუბის მოძიებაში თავად კალაძეც ხომ არ გიწყობს ხელს?
- არა, არა. არ მქონია არც კალაძესთან და არც ვინმე სხვასთან ამაზე საუბარი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოღონდ ისევ რუსეთი არა ((
dato
13 დეკემბერი 2016 13:11
0
საბა მაგარი ხარ
temo
13 დეკემბერი 2016 11:22
0
ცოდუაა მარტლა რა კარგი პეხბურტელიადა რას უსჰვრებიან, ხო ისე სკა ენერგია კიარა ტულასჰი ტულასჰი(((
achi
13 დეკემბერი 2016 02:51
0
საბა,გაასწარი რუსეთიდან.ესაა ჩემი რჩევაც.
სოსო
12 დეკემბერი 2016 21:12
0
ევროპიდან არის შეთავაზებები, მაგრამ სკა-ენერგიაში გაიჩითება.
odala
12 დეკემბერი 2016 18:40
0
საბა მოშორდი რუსეთს მოშორდი თორემ ერთხელ უკვე არ გაუჭირდათ შენი მოშორება როცა ფორმაში იყავი და შეგეძლო თავისუფლად ნებისმიერ ევროპულ კლუბში გადასვლა არც ლოკომოტივში და სხვა რუსულ კლუბებში არ გაუჭირდებათ იგივეს გაკეთება)))
svan
12 დეკემბერი 2016 18:38
0
საბა შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და მოშორდი ამ რუსეთს და ევროპაში წადი რა
paata
12 დეკემბერი 2016 18:22
0
ეს ბიჭი იმენა დაჩაგრა მწვრთნელმა, თან ისე ნაგლად რომ ვისაც ძირითადში ათამშებს ორივეს ერთი თავით ჯობია, იმედია მოშორდება რუბინს და უკეთესს გუნდში გადავა, საბა ჩვენ შენი გვჯერავს ძმა
დიტო
12 დეკემბერი 2016 16:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული