ამ თამაშთან დაკავშირებით არნემული გუნდის ქართველმა კაპიტანმა ELF Voetbal-თან საუბარში განაცხადა:
"წარმატების მიღწევა გვსურს ამ თამაშში, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. "ფეიენოორდი" ამჟამად საუკეთესო გუნდია ჰოლანდიაში. ეს გუნდი განსაკუთრებით ძლიერია, როცა "დე კუიპზე" თამაშობს, საკუთარი ფანატიკოსი გულშემატკივრების თვალწინ.
თან მათ ჰყავთ ნიკოლაი იორგენსენი. ერედივიზიეს საუკეთესო ფეხბურთელი. ციფრები არ იტყუებიან".