აგენტი: საბა კვირკველია "რუბინიდან" სხვა რუსულ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია კარიერას სხვა რუსულ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ tass.ru-სთან საუბარში განაცხადა.

"საბა ნამდვილად გადავა სხვა გუნდში. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ მას ჯერ კლუბის დასახელება არ სურს. მისით ამჟამად 3-4 რუსული კლუბი ინტერესდება და ევროპაში ნამდვილად არ გაემგზავრება.

ყველაფერი შემდეგ კვირას გადაწყდება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
როგორ წავა ევროპაში თუ აგენტს არ აქვს კავშირები
თამაზი
10:58 19-12-2016
0
ასე არ დაკარგა ასთიანი უდიდესი ტალანტი ამასაც იგივე ელოდება იოლ ლუკმას რომ არიან გამოკიდებულები თუმცა ძნელია დაძრახო როცა არამარტო ოჯახი მთელი საახლობლო და სანათესაოა სარჩენი მესმის ამათიც...
სანამ ქვეყანაში სიდუხჩირე ნეპოტიზმი უსამართლობა არ მოისპობა არაფერი ეშველება სპორტს და მხოლოდ ერთეულ გამობრწყინებებს ვიქნებით დანატრებული!!
კახა
06:13 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული