"საბა ნამდვილად გადავა სხვა გუნდში. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ მას ჯერ კლუბის დასახელება არ სურს. მისით ამჟამად 3-4 რუსული კლუბი ინტერესდება და ევროპაში ნამდვილად არ გაემგზავრება.
ყველაფერი შემდეგ კვირას გადაწყდება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.