აგენტი: საბა კვირკველია "რუბინიდან" სხვა რუსულ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია კარიერას სხვა რუსულ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ tass.ru-სთან საუბარში განაცხადა.

"საბა ნამდვილად გადავა სხვა გუნდში. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ მას ჯერ კლუბის დასახელება არ სურს. მისით ამჟამად 3-4 რუსული კლუბი ინტერესდება და ევროპაში ნამდვილად არ გაემგზავრება.

ყველაფერი შემდეგ კვირას გადაწყდება", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან 87 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კობი თუ შეგიძლია გამოიყენე ყველა ძალა და საბა კვირკველიას დაეხმარე ურთიერთობის გარკვევაში რუბინთან, კაცობაში ჩაგეთვლება!
grisha
21:53 17-12-2016
0
საბა არ ცახვიდე მაჰანჰალა გუნდსჰი ტორე დზალიან დაგვცყდება გული.გავლენიანმა ქარტველებმა ფეხბურტსჰი დაეხმარეტ და ნორმალულ გუნდსჰი ცავიდეს საბა.ცარმატებები საბა.
bajo
22:25 17-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული