Gazeta.ru: საბა კვირკველია სტუდენტურ "მოტორ-აკადემიაში" "გადავიდა"

AutoSharing Option
Gazeta.ru-ს ინფორმაციით, ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია "მოტორ-აკადემიას" ფეხბურთელია, რომელიც თათრეთის ზამთრის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მცველი უკვე შეიყვანეს გუნდის განაცხადში და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ ითამაშებს ამ სამოყვარულო სტუდენტურ გუნდში, როცა მოისურვებს. კვირკველია სწორედ იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ გუნდის სპონსორია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა სეზონის პირველ ნახევარში 1 წუთიც კი არ ითამაშა "რუბინის" შემადგენლობაში. არადა, წინა სეზონებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამის გამო ჩვენებური "რუბინიდან" წასვლას აპირებს. 
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას ქვია "სამაგალითო დასჯა რუსეთის მოქალაქეობის არმიღების გამო". წადი, სოლომონ, რუსეტიდან, ვატიკანში, ტიბეტში ან ვანუატუში წადი, ოღონდ წადი!..
ქუთაისელი
09:26 20-12-2016
0
კარგი რაა,მაგას ჯობია ისევ საქართველოს ჩემპიონატში ჩამოვიდეს :(
ალექსანდრე ყაველაშვილი
10:51 20-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული