ქართველი მცველი უკვე შეიყვანეს გუნდის განაცხადში და, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაშინ ითამაშებს ამ სამოყვარულო სტუდენტურ გუნდში, როცა მოისურვებს. კვირკველია სწორედ იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ გუნდის სპონსორია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა სეზონის პირველ ნახევარში 1 წუთიც კი არ ითამაშა "რუბინის" შემადგენლობაში. არადა, წინა სეზონებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამის გამო ჩვენებური "რუბინიდან" წასვლას აპირებს.